LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამის ცენტრიდან ტურისტულ მაღაზიებს გააქრობენ

55
alice-6ifh9cietd4-unsplash

დეკემბრის ბოლოდან ამსტერდამის ცენტრში სუვენირების მაღაზიებს, იაფფასიან სასტუმროებს, ყავახანებს აიღებენ. მათ ნაცვლად კი ხელისუფლება წიგნების მაღაზიების და სატრენაჟორო დარბაზების გახსნას აპირებს. ამ გზით მერიას ქალაქის ცენტრის მოსახლეობისთვის დაბრუნება სურს და იმის დამტკიცებასაც აპირებს, რომ ამსტერდამი პირველ რიგში საცხოვრებელი ქალაქია და არა ტურისტული დასახლება.

ახალი კანონი 165 კომერციულ დაწესებულებას შეეხო. ობიექტთა ნაწილს მერია გამოისყიდის, ნაწილს კი პროფილის შეცვლა მოუწევს.
ნიდერლანდური კანონის მიხედვით, ამსტერდამის მერიას სრული უფლება აქვს, ქალაქის ცენტრი აკონტროლოს, დახუროს ან გახსნას ესა თუ ის დაწესებულება.

სამომავლოდ მთავრობა გეგმავს რომ სწრაფი კვების რესტორნებსაც დაუპირისპირდეს, რათა ადგილობრივებს სიმსუქნის პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები