LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ნაცვლიშვილი: ძალიან გთხოვთ, მოდით მეტნი პარლამენტთან და მეტად იხმაურეთ! 

149
ფორტუნა (88)

„თქვენ ხედავთ უსაფრთხოების სამსახურებით გარშემორტყმულ სხდომას და ხედავთ, რომ მანდატურებს ემუქრებიან სამსახურების დატოვებით თუ არ გაგვაძევებენ“, – ეს განცხადება გააკეთა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა მას შემდეგ, რაც მას დაატოვებინეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტი განიხილება.

ანა ნაცვლიშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს პარლამენტთან და აღნიშნა, რომ კომიტეტზე მსხდომ უმრავლესობის დეპუტატებს ეშინიათ იმ ხმაურის, რომელსაც პროტესტის მონაწილეები პარლამენტის გარეთ იწვევენ.

ნაცვლიშვილი მაჭარაშვილს: ამ კანონის მუხლობრივ განხილვაში შესვლა ნიშნავს, ამსჯელოთ საზოგადოება, ტყვიით მოკლას საქართველოს ევროპული პერსპექტივა, გაზით მოწამლოს თუ დანა გამოუსვას კისერში

ნაცვლიშვილმა მაჭარაშვილს კითხვით მიმართა, აცნობიერებს თუ არა, რომ მის მიერ წარმოდგენილი კანონით, ძირს უთხრიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების იდეასა და პერსპექტივას.

მისივე თქმით, კომიტეტის სხდომაზე აშკარად გამოიკვეთა, რომ უმრავლესობის წევრებს აღიზიანებთ კონსტიტუციის ის ჩანაწერი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას უზრუნველყოფს.

„ვეხმიანები იმ ადამიანებს, რომლებიც პარლამენტის წინ დგანან, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს და ძალიან გთხოვთ, მეტნი მოდით! ამათ ეშინიათ, როდესაც თქვენი ხმა შემოდის დარბაზში. ძალიან გთხოვთ, მოდით მეტნი პარლამენტთან და მეტად იხმაურეთ! ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, მაგრამ ერთობა იქნება გადამწყვეტი ამ ბრძოლაში..

კომიტეტზე ჩემი გამოსვლა იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ მათ აღიქვან საფრთხე და არა მაჭარაშვილისთვის, რომელსაც არანაირი განათლება და კომპეტენცია არ აქვს იმისთვის, რომ საერთოდ პარლამენტის დეპუტატი იყოს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, მე ჩემი გამოსვლა დავიწყე კონსტიტუციის 78-ე მუხლით და უკან, მანამდე შედარებით წყნარად მჯდომმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა და ე.წ ფოსტალიონთა ჯგუფის წარმომადგენლებმა, ეკა სეფაშვილმა და სხვებმა, უკნიდან მომაძახეს რამდენჯერ უნდა ახსენონ ეს 78-ე მუხლიო. ეს არის საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ კონსტიტუციური გარანტია და ეს არის, რაც აღიზიანებთ და რასაც ებრძვიან, მათ შორის, ამ კანონით და ამას უკვე ვეღარ მალავენ, ღიად თქვეს რომ 78-ე მუხლია, რომელსაც გამოჰყავს ეს ადამიანები წყობიდან. ვერ წაშლით! მე პარლამენტის შენობაში ვრჩები და ყველა ფორმატში გვექნება ამ კანონზე წინააღმდეგობა“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გოცირიძე: ბატონო გურამ, ეს ჭერი რომ გაიხსნას და იქიდან ერთი ტონა ბინძური მასა რომ გადმოვიდეს და თავზე დაგესხათ, დატოვებთ მაგ ტრიბუნას?

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის და ასევე, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

„საქართველოში არაფერი არ უნდა იყოს რუსული – არც დროშა და არც კანონი“ – პარლამენტთან აქციაზე რუსეთის დროშა დაწვეს

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის შენობის ფანჯრიდან ევროკავშირის, ნატოსა და საქართველოს დროშები გადმოფინეს. აღნიშნულს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები შეძახილებითა და ტაშით შეხვდნენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ „არა რუსულ კანონს“, „რუსებო“.

ამავე თემაზე:

„Русский военный корабль иди на..“ – სალომე სამადაშვილმა, ეკა ხერხეულიძემ და ხათუნა სამნიძემ კომიტეტზე პლაკატი გაშალეს

„დამესხნენ თავს ფიზიკურად, მაგრამ საკადრისი პასუხი მიიღეს“.. „ხელს გამარტყამენ თუ წიხლს ჩამარტყამენ, ამით წიხლს ურტყამენ საკუთარი შვილების მომავალს“ – რას აცხადებენ დეპუტატები, რომლებსაც კომიტეტის სხდომა ძალით დაატოვებინეს

„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე

ფოტო, ვიდეო: პარლამენტთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“

ზურაბ ჯაფარიძე: სახლში ჯდომა არ არის არჩევანი, სახლში ჯდომა არის შეგუება, რომ საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში

ხაბეიშვილი: „შეშლილი „პუტინისტები“ არიან.. ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ“

დათო გორგილაძე: „გამარჯობა არ უთხრათ, შეარცხვინეთ, ქართულ სუფრაზე თუ მათთან ერთად მოხვდებით, შესამჩნევად ადექით და დატოვეთ იქაურობა, ამას იმსახურებს ყველა, ვინც მაგ კანონს მხარს დაუჭერს“

magti 5g