LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაფილაქსიური შოკი შესაძლებელია გამოიწვიოს არამხოლოდ წამალმა ან ვაქცინამ, არამედ უწყინარმა საკვებმა ან სასმელმა – ანი ქავთარაძე

983
tikoqavtaradze201023-2020-10-23-08-56-36-309856

ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს ანაფილაქსიურ რეაქციაზე, რომელიც, სავარაუდოდ, ახალციხის “იმედის კლინიკაში” 27 წლის ექთანს ვაქცინაციის შემდგომ განუვითარდა.

ექიმი ამბობს, რომ აღნიშული მდგომარეობა შესაძლებელია გამოიწვიოს არამხოლოდ წამალმა ან ვაქცინამ, არამედ ერთი შეხედვით უწყინარმა საკვებმა, სასმელმა ან მწერმა.

იტალია, გერმანია და საფრანგეთი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებას დღეიდან განაახლებენ

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“პირველ რიგში, ჩემი თანადგომა, ჩვენს კოლეგას და მხარდაჭერა მის ოჯახს! იმედი მაქვს, პროგნოზი კეთილსაიმედო იქნება და ყველაფერი კარგად დასრულდება.
⭕თავად ანაფილაქსიაზე დღეს უკვე იმდენი დაწერეს, რომ მე აღარ მინდა თავი შეგაწყინოთ. მომავალში, აუცილებლად, დეტალურად მოგიყვებით მექანიზმის შესახებ, რომელიც უაღესად საინტერესოა….
⚠დიახ, ანაფილაქსიური შოკი, ერთერთია, რამოდენიმე ფორმის შოკიდან, რომლიც ძირითადად კარგად სრულდება, თუმცა ის მიეკუთვნება სიცოცხლისთვის განსაკუთრებით საშიშ მდგომარეობებს და ესაჭიროება გადაუდებელი,გონივრული და თანმიმდევეული ღონისძიებების წარმოება.
?ეს არის მდგომარეობა, რომლის მოლოდინიც ყველა ანესთეზიოლოგს აქვს, ნებისმიერი ტიპის ანესთეზიის დროს და ეს არის მდგომარეობა რომლის მოლოდინიც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ექიმსა თუ ექთანს, ნებისმიერი სახის მედიკამენტის ადმინისტრირებისას.
?ეს არის მდგომარეობა, რომლის საშიშროებასაც ხელს აწერს თითოეული ადამიანი, ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის წინ.
?აღნიშული მდგომარეობა შესაძლებელია გამოიწვიოს არამხოლოდ წამალმა ან ვაქცინამ, არამედ ნებისმიერმა, ჩვენი ორგანიზმისთვის “უცხო მტრად” მიჩნეულმა, თუნდაც, ერთი შეხედვით უწყინარმა საკვებმა, სასმელმა ან მწერმა.
?რაც შეეხება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებს, დაჯამებულად რომ გითხრათ სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით(სხვადასხვა ტიპის ვაქცინის შემთხვევაში)
2.5-11.1 / 1 მილიონ ვაქცინირებულ ადამიანზე არის სიხშირე(რაც არც თუ ისე დიდი მაჩვენებელია, მითუმეტეს კოვიდის სიკვდილობის სტატისტიკასთან მიმართებაში და სამწუხაროა, რომ ვაქცინაციის პირველივე კვირაში გამოვლინდა ჩვენს ქვეყანაში მსგავსი).
?ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ამ კონკრეტულ გართულებას არანაირი კავშირი არ აქვს, იმ გართულებასთან, რომელსაც თრომბოზი ეწოდება და რომლის გამოც დღემდე, რამოდენიმე ქვეყანაში შეჩერებული იყო ვაქცინაციის პროცესი AstraZenecaს ვაქცინით!! (ამასთან დაკავშირებით დღეს გააკეთა განცხადება ევროპის წამლის სააგენტომ და თქვა, რომ კავშირი არ არსებობს და რომ ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს).
? ძალიან სამწუხაროა ის, რაც დღეს მოხდა. უაღრესად სამწუხარო, მაგრამ ეს შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს დაემართოს, არამხოლოდ ვაქცინაციის, არამედ, თუნდაც მცირე მანიპულაციის ან ძალიან უწყინარი საკვების მიღების დროსაც კი.
⭕უაღრესად მნიშვნელოვანია და სახელმწიფო ინტერესის მატარებელი, მეტი და დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს მოსახლეობას, ვაქცინის საჭიროების, მისი სასიცოცხლო მნიშვნელობის, შესაძლო გართულებებისა და პროცესის უწყვეტობის შესახებ.
ასევე, მაქსიმალურად იქნას მობილიზებული სისტემა, მსგავსი გართულებების სამართავად.
⭕მეც და ჩემი არაერთი კოლეგა დამოუკიდებლად ვცდილობთ, ამ ინფორმაციების ადამიანებისთვის მიწოდებას. გამოვთქვამთ მზადყოფნას დავუდგეთ სახელმწიფოს გვერდში და აქტიურად დავეხმაროთ, აღნიშნული კამპანიის წარმოებაში!
⭕ სამწუხაროდ, ჩვენ კი ვსაუბრობთ სტატისტიკაზე და ციფრებით,მაგრამ ნებისმიერი გართულება, იმ ერთი, კონკრეტული ადამიანისთვის მთელი 100%ია. ამიტომ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ რისკები და თანხმობა უნდა იქნას მიღებული მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირების საფუძველზე. ამის პარარელურად კი, თავად ვაქცინაციის პროცესის წარმოება საქართველოს რეალობაში უნდა მოხდეს, მხოლოდ მულტიდისციპლინურ კლინიკებში, შესაბამისი აღჭურვილობით და გამოცდილებით!!!! (და ეს არ არის მხოლოდ ადრენალინის არსებობა ამ სივრცეებში) .
⭕ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ჩვენს კოლეგას და პროცესის უსაფრთხოდ დასრულებას, ვირუსის აღმოფხვრასთან ერთად, ჩვენს ქვეყანას”.- წერს ანი ქავთარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g