LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი ქავთარაძე: “რაც მეტს ვივლით, მით მეტს დავაინფიცირებთ, მით მეტი მოხვდება კლინიკაში და მით მეტი გარდაიცვლება, ეს არის სიმართლე და გავუსწოროთ თვალი!”

693
aniqatvaradze201028-2020-10-28-09-17-35-058611

ბოლო დღეებში, კორონავირუსის ოფიციალურ განახლებულ სტატისტიკაში, ახალი შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, თუმცა, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს მაჩვენებელი ინფიცირებულთა რაოდენობის რეალურ კლებაზე არ მიუთითებს.

სადღესასწაულო დღეებში მონაცემების რეკორდული ვარდნა მოქალაქეების მხრიდან დაბალ მიმართვიანობის და ჩატარებული ტესტების რაოდენობას უკავშირდება.

რატომ გვაქვს შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი – თამარ გაბუნია განმარტავს

თუმცა, ითქვა ისიც, რომ სტატისტიკის საერთო კლება ბოლო 3 კვირის განმავლობაში დაწესებული რეგულაციების შედეგია .

“საახალწლო სუფრებზე ნიღბის გარეშე იქნებოდნენ, მატება გვექნება, გააჩნია, რა მასშტაბებით” – განიხილება თუ არა შეზღუდვების გამკაცრება 16 იანვრის შემდეგ

სწორედ ამ საკითხზე წერს ექიმი ანესთეიზოლოგი-რეანიმატოლოგი, ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში.

„სამი დღეა აქტიურად ვაკვირდები სოც. ქსელს.

სამი დღეა, სულ იმათზე მეფიქრება ვინც დღე და ღამე გაასწორა, მუხლჩაუხრელად იშრომა, უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღო, მერწმუნეთ, საკმაოდ მწირ ხელფასად და საკმაოდ მძიმე პირობებში, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს დახმარებოდნენ, როგორც ჯარისკაცები. მათმა ნაწილმა სიცოცხლეც დათმო, სხვისი სიცოცხლისთვის!

სამი დღეა იმ ადამიანებზე მეფიქრება, რომლთა სულებიც ყოველდღიურად გვტოვებენ, ჯარისკაცების ძალისხმევის მიუხედავად!

მხოლოდ ამ, 3 დღეში 92 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით! 92 ოჯახში ახლა გლოვაა, ამ, ახალი წლის დღეებში და ჯამში 2600ზე მეტი ადამიანი დავკარგეთ! ეს, ჩვენი, პატარა ერისთვის უდიდესი ტრაგედიაა!

სამი დღეა იმ ადამიანებზე მეფიქრება, ჯარისკაცებიც და უსასრულობაში დაკარგული სულებიც რომ დაუვიწყებია, გაუმართავს შეკრებები და დიდი ცეკვა-თამაში….

ამ, ახალი წლის დღეებში, საშინლად არ მინდოდა უარყოფითზე წერა, მაგრამ დუმილიც დანაშაულია!

ნუთუ, ოჯახში აღნიშვნა არ არის საკმარისი? ნუთუ, არ შეიძლება, ყველაზე ძვირფასებისთვის შინ ყოფნა? ნუთუ ყველამ “მოიხადეთ”, თუ PCR ტესტირებები ჩაიტარეთ შეკრების წინ?! ნუთუ ეს, ასე რთულია ხალხო?!

რა გჭირთ, რა დაგმართნიათ?!

ნუთუ ყველაზე ძვირადღირებულის- სიცოცხლისთვის, მხოლოდ ამ, ერთი ხორციელი სიამოვნების მოკლება ასე რთულია?!

რომ გკითხოთ ვინმემ, რომელ ოჯახის წევრს შესწირავდით ახლა კარგ გართობასო?! რომელს გაიმეტებდით?! გულწრფელად მაინტერესებს!

ხომ არცერთს?!

მაშ რას დადიხართ, რას ღრეობთ, რას აღნიშავთ?! მსხვერპლად შეწირულ და შესაწირ ადამიანებს?!

აღნიშნეთ რა ოჯახებში!

სიკვდილს ვეთამაშებით, ადამიანებო, ისედაც ცოტანი ვართ და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს! რაც მეტს ვივლით, მით მეტს დავაინფიცირებთ, მით მეტი მოხვდება კლინიკაში და მით მეტი გარდაიცვლება, ეს არის სიმართლე და გავუსწოროთ თვალი!

მოვითმინოთ, მოაღწევს ჩვენამდეც ვაქცინა და იქნებ, არ ამოვწყდეთ მუცელღორობას გადაყოლილი ერი, სრულიად და მომავალ წლებზეც ვიფიქროთ?!

შობა და ძველით ახალი წელი მოდის, აბა, თქვენ იცით-სანამ სტუმრად წასვლას დააპირებთ, დაფიქრდით!!! – ამ საღამოს გრიალი ჯობს თუ ოჯახის წევრის სიცოცხლე?!”- წერს ანი ქავთარაძე.

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 128, აჭარაში 37, იმერეთში კი 71 გამოვლინდა

საქართველოში 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 469 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g