ანჯელინა ჯოლი და ლუი გარელი ახალ ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ. Couture, ასე ჰქვია კინოსურათს, რომლის პრემიერაც 2025 წლის სექტემბერში, „ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე“ შედგება.
ფილმის სიუჟეტი „პარიზის მოდის კვირეულის პარალელურად“ ვითარდება. ანჯელინა ჯოლის გმირი რეჟისორია, რომელიც მკერდის კიბოს დიაგნოზს ებრძვის.
ფილმის პროდიუსერთა გუნდში არიან შარლ ჟილიბერი, უილიამ ჰორბერგი, და თავად ანჯელინა ჯოლი.
როგორ აღნიშნა ანჯელინა ჯოლიმ 50 წლის იუბილე
ანჯელინა ჯოლი „ბრუნელო კუჩინელის“ ულამაზეს კაბაში „კანის კინოფესტივალზე”

