რამდენიმე დღის წინ, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 17 წლის ვაჟის, ნოქსის შეცვლილმა იმიჯმა მსოფლიო მედია მოიცვა. მან თმა ვარდისფრად შეიღება. თუმცა, როგორც ჩანს, ნოქსი საკმაოდ თამამ თმის ფერს ვერ შეეგუა და ის კვლავ ქერად შეიღება.
ნოქსი პაპარაცების ობიექტივში მაშინ მოხვდა, როცა ვარჯიშზე იმყოფებოდა. მისმა უახლესმა ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
„მამის ყურადღება აკლიათ“, „რა სჭირთ მათ შვილებს“,„მიხვდა და ისევ გაქერავდა“, – არ წყდება კომენტარები.
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ერთადერთი ბიოლოგიური ვაჟის რადიკალურად შეცვლილი იმიჯი