LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტივაქსერი აცრის გასაკეთებლად ხელოვნური ხელით მივიდა

112
Capture

იტალიელი მამაკაცი აცრის თავიდან ასარიდებლად, ვაქცინაციის პუნქტში ხელოვნური ხელით გამოცხადდა. ანტივაქსერს „მწვანე პასპორტი“ ძალიან სჭირდებოდა და ორიგინალური გადაწყვეტილებაც ამის გამო მიიღო.

გამოცემა futurism-ის ინფორმაციით, 50 წლის ანტივაქსერმა გადაწყვიტა ექთნები მოეტყუებინა, თუმცა არ გამოუვიდა. ის სამედიცინო ცენტრში მივიდა და მაშინ როცა Covid-19-ის პირველი დოზა უნდა გაეკეთებინა, ექთანმა შეამჩნია, რომ პაციენტის ხელი სხეულის დანარჩენ ნაწილებთან შედარებით უფრო ვარდისფერი იყო.

ქალი ხელს შეეხო და ყველაფერს მიხვდა.

„ეს ისეთი შეურაცხმყოფელი იყო. ის ფიქრობდა, რომ მედმუშაკი სილიკონს ნამდვილი კანისგან ვერ გაარჩევდა“, – განაცხადა სამედიცინო პუნქტის თანამშრომელმა.

მამაკაცი, რომლის ვინაობაც კონფიდენციალურობის გამო არ ზუსტდება, რეზინის ტყავით დაფარულ კორსეტში იყო გამოწყობილი. ამ კორსეტს ორი ცალი ხელოვნური ხელიც მოჰყვებოდა.
ანტივაქსერს თაღლითობის ბრალდება წაუყენეს.

ამ დროისთვის იტალიის ზრდასრული მოსახლეობის 13%-ია აუცრელი და ინფიცირებულთა რაოდენობა ოქტომბრის თვიდან ისევ იზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები