LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტვერპენი ღამით სიჩუმის დაცვისთვის ადგილობრივებს მადლობას გადაუხდის

66
thumb_1024x663_taylor-rooney-sleeper-antwerp-unsplash-11zon

ბელგიაში, ანტვერპენში ხმაურის დაბინძურების მაკონტროლებელი სისტემა დაამონტაჟეს. ეს სისტემა ადგილობრივებს ღამით სიჩუმისთვის მადლობას გადაუხდის. ამის შესახებ ინფორმაციას The Mayor ავრცელებს.

ინოვაციური ტექნოლოგია ახლო-მახლო ტერიტორიაზე ხმაურს დეციბელებით ზომავს. თუკი ხმაურის დონე დაშვებულ ნორმას არ აჭარბებს, სენსორების განთავსების ადგილებზე ეკრანზე სამადლობელი სიტყვები გამოისახება. ხოლო, თუკი ხმაურის დაბინძურება დაშვებულზე მაღალია, ეკრანზე სიჩუმისკენ მოწოდება დაიწერება.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ხმაურის დაბინძურებით ევროპელთა 20% იტანჯება.

ხმაური სერიოზული დაავადებების, გულის პრობლემების, დარღვეული ძილის, ნევროზის და სხვა ბევრი გართულების მიზეზი შესაძლოა გახდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ხმაური წელიწადში 12 ათას ნაადრევ სიკვდილს იწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები