Apple Music-მა ,,ყველა დროის 100 საუკეთესო ალბომი” დაასახელა. როგორც სტრიმინგ სერვისის განცხადებაშია აღნიშნული, სია ყველა დროის საუკეთესო ჩანაწერების თანამედროვე რეიტინგია, რომელიც შექმნილია კომპანიის ექსპერტთა გუნდის მიერ, ასევე არტისტების, მათ შორის ფარელ უილიამსის, ჯეი ბალვინის, მარენ მორისისა და Charli XCX-ის, კომპოზიტორების, პროდიუსერებისა და ინდუსტრიის პროფესიონალების რჩეულ ჯგუფთან ერთად.
ტოპ 10 ალბომს შორის: ბიონსეს – Lemonade, ,,ნირვანას” – Nevermind, ემი უაინჰაუსის – Back to Black, კენდრიკ ლამარის – Good Kid, M.A.A.D City, სტივი უანდერის – Songs in the Key of Life, ფრენკ ოუშენის – Blonde და Prince & the Revolution-ის – Purple Rain მოხვდა.
საუკეთესო სამეულს, The Beatles-ის 1969 წლის, მეთერთმეტე სტუდიური ალბომი – Abbey Road ხსნის.
მეორე ადგილზე, Thriller დასახელდა – მაიკლ ჯექსონის მეექვსე სტუდიური ალბომი, რომელიც 1982 წელს გამოვიდა.
ყველა დროის საუკეთესო ალბომად, ლორინ ჰილის ერთადერთი სოლო სტუდიური ალბომი – The Miseducation of Lauryn Hill აღიარეს. დისკი 1998 წლით თარიღდება.
Apple Music-ის 100 საუკეთესო ალბომის სრული სია იხილეთ აქ.