მას შემდეგ, რაც დადასტურდა ინფორმაცია კეტი პერისა და ორლანდო ბუმის განშორების შესახებ, წყვილი ერთად გამოჩნდა. მეტიც ისინი 4 წლის ქალიშვილთან, დეიზისთან ერთად ჯეფ ბეზოსსა და ლორენ სანჩესს თაფლობის თვეზე შეუერთდნენ.
40 წლის კეტი და 48 წლის ორლანდო მეგობრების გარემოცვაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, იახტაზე შესანიშნავ დროს ატარებდნენ.
წყაროს ცნობით, წყვილი მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს და ყველაფერს გააკეთებს, რათა მათი ქალიშვილი ბედნიერი იყოს.
„აქ რა ხდება?!“,„აი მეგობრობა გვესმის…“, „ცივილური ურთიერთობის აპოგეა“, – არ წყდება კომენტარები.
კეტი პერის განტვირთვა ორლანდო ბლუმთან განშორების შემდეგ – 40 წლის მომღერალი იახტაზე ნებივრობს
თავისუფლებით ტკბობა და წვეულებიდან წვეულებაზე ნავარდი – ორლანდო ბლუმის ცეკვა იახტაზე









