LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციის მონაწილეები აპირებენ, სამშენებლო ტექნიკას გადაადგილების საშუალება არ მისცენ – რა ვითარებაა გუმათში

75
BeFunky-collage (1)

გამთენიისას რიონის ხეობაში ხმაური იყო.  ენკას თანამშრომლებმა სცადეს შესვლა იქ, სადაც ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

კომპანიის წარმომადგენლებს ხელი აქტივისტებმა შეუშალეს. ადგილამდე მისასვლელად მათ პოლიციის დახმარება დასჭირდათ. ათობით პოლიციელმა გზის სავალი ნაწილი აქტივისტებისგან ძალის გამოყენებით გაათავისუფლა.

მეც ვიყავი „ხუდონჰესის“ წინააღმდეგ ბრძოლის აქტივისტი და ეს საქართველოს ეკონომიკისთვის უდიდესი დარტყმა იყო – სუბარი

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების ნაწილი კომპანია „ენკას“ ბაზასთან იმყოფება.თავის მხრივ, „ენკას“ ბაზაზე მობილიზებულები არიან საპოლიციო ძალები.

აქციის მონაწილეები კი აცხადებენ,  რომ ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებაში ხელს არ შეუშლიან, თუმცა  კომპანია „ენკას“ სამშენებლო ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ.

რაც ჩვენი თანხები სასაუბრო თემა გახდა, გადმორიცხვებმა მკვეთრად იმატა: მუსელიანი

იუსტიციის სამინისტრო ნამახვანჰესის პროექტის ხელშეკრულების შესწავლის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g