LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ დაგავიწყდეთ ბროწეულის წვენი: რა დაგეხმარებათ დაძაბულობის მოხსნაში – როგორ მოვიშოროთ ჭორფლი

61
FORTUNA.GE (8)

ზაფხული დადგა და მალე მოვა დრო, როდესაც ზღვის სანაპიროზე ან აუზთან გასარუჯად დაწვებით, ჰოდა, არ დაგავიწყდეთ ბროწეულის წვენის დალევა, იგი რადიაციისგან დაგიცავთ.

 

• თუ ყური აგტკივდათ და სურდო დაგემართათ, წამალი კი არ მოგეპოვებათ, ბამბაში ან რბილ ქსოვილში ხახვის ორი ნაჭერი შეახვიეთ და ყურებში ჩაიდეთ. ტკივილი მალე გაგიყუჩდებათ და სასუნთქი გზებიც გაგისუფთავდებათ. ეს საშუალება მოზრდილებს და ბავშვებს ერთნაირათ გამოგადგებათ.

• ნერვული და ფიზიკური დაძაბულობის მოხსნაში ბალახის აბაზანები დაგეხმარებათ. ჭინჭარი, გვირილა, ოსურნელა, სვიის გირჩები, თივის ნაფშვენი საუკეთესო საშუალებაა სხეულის რელაქსაციისთვის. აბაზანის შემდეგ ყველანაირ საოჯახო საქმეებზე უარი თქვით და წამოწექით.

• თუ ჭორფლი გაქვთ და ფიქრობთ, რომ იგი თქვენს ფიზიონომიას არც თუ ისე უხდება, მისი მოშორება ადვილზე ადვილია. შეურიეთ ერთმანეთს გახეხილი სტაფილო, შვრიის ფქვილი, კვერცხის ცილა და დაუმატეთ ლიმონის წვენი. მიღებული მასა სახეზე წაისვით. 20 წუთის შემდეგ სახე თბილი წყლით დაიბანეთ, მერწმუნეთ შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

• სტრესის მოხსნას თუ ცდილობთ და არაფერი გამოგდით, მიმართეთ შემდეგ ხერხს: შედით ცარიელ ოთახში, დააფინეთ იატაკზე ხალიჩა, ჩაიცვით ტილოს მოსახერხებელი ტანსაცმელი, ზურგზე დაწექით და მუმიის პოზა მიიღეთ. მუმიის პოზა სტრესულ მდგომარეობას მაშინვე მოგიხსნით.

• ოჰაიოს უნივერსიტეტის ბიოლოგების მრავალწლიანი კვლევის შედეგების თანახმად, კენკროვანი ხილი საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა მრავალი დაავადების წინააღმდეგ. გამოკვლევის თანახმად, კენკროვნებით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ: სიმსივნე, გულის შეტევა და ტვინის სხვადასხვა დაავადება. კენკრა წამლის ნაცვლადაც კი ენიშნება ავადმყოფს. მეცნიერები გვირჩევენ კენკროვანი ხილი ყოველდღე მივირთვათ. მათი აზრით, ეს დადებითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები