LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ დატოვოთ ბავშვები და ცხოველები გაჩერებულ მანქანებში“ – გიორგი ფხაკაძე მოქალაქეებს რჩევით მიმართავს

874
fot (7)

მსოფლიოს ათეულობით ქვეყანას გაუსაძლისი სიცხე აწუხებს. ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში ჰაერის ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულს აღწევს.

საბერძნეთში ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი – 46.4 გრადუსი დაფიქსირდა 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს, რომ ცხელი ამინდი გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობაზე. გიორგი ფხაკაძე მოქალაქეებს რჩევით მიმართავს.

„ევროპის მასშტაბით უკიდურესად ცხელი ამინდი გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობასა და საარსებო წყაროზე.

შეეცადეთ თავი აარიდოთ სიცხეს:

გაჩერდით ჩრდილში.

თავი აარიდეთ ფიზიკურ აქტივობას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.

არ დატოვოთ ბავშვები და ცხოველები გაჩერებულ მანქანებში.

გაატარეთ დღეში 2-3 საათი გრილ ადგილას,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები