LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ იმსახურებს ეს მზიანი ხალხი იმას, რაც ახლა ხდება” – იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი

1163
Capture

ქართველი ჟურნალისტი ნინა მამუკაძე-სორდინი საკუთარ “ფეისბუქზე” ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ იტალიაში ვირუსის ასე სწრაფად და მასშტაბურად გავრცელება ამ ხალხის ყველაზე დადებითი თვისებების: ოჯახური სეირნობების, საღამოობით სამეგობრო შეკრებების და ა.შ. სიყვარული და აკრძალვების მიუღებლობაა.

“უკვე რამდენიმე კვირაა, ვუყურებ იტალიაში განვითარებულ მოვლენებს და ჩემი აზრი ჩამომიყალიბდა, თუ რატომ გავრცელდა ეს ვირუსი ასე სწრაფად, სწორედ აქ.
“ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო”, აქ დამტკიცდა ყველაზე მეტად.

იტალიას და იტალიელებს, თავიანთი ყველაზე დიდი დადებითი მხარე, რაც მათი ხიბლი და შარმია, ყველაზე დიდ მინუსად ექცათ შექმნილ ვითარებაში;

სიცოცხლის სიყვარული, ხასიათის ტემპერამენტი, სითბოს გამოხატვის პირდაპირი ფორმა, ერთად ყოფნის წყურვილი, გურმანობა, ოჯახური სეირნობები, საღამოობით აპერიტივზე სამეგობრო შეკრებები, ტიპური ბაზრობები, აქტიური სპორტული ცხოვრების წესი და ხშირად მარათონებში მონაწილეობა, გაფანტული შვილების ოჯახების კვირას მოხუც მშობლებთან სადილზე შეკრება, ბარში საუზმე კაპუჩინოთი და კრუასანით, დილის გაზეთის ფურცვლის ფონზე… ეს, ის მცირე ჩამონათვალია, რაც ერთი ჩვეულებრივი სტატისტიკური იტალიელის ყოველდღიურობის ნაწილია და ეს, მათ დნმ-ში აქვთ. იტალიელისთვის ეს აკრძალვები, იმის ტოლფასია თქვენ რომ გითხრან რამდენიმე კვირა, თვალი არ დაახამხოთ და ნერწყვი არ გადაყლაპოთ. მგონია, რომ ვერ გააცნობიერეს და ვერ შეძლეს ერთ დღეში საკუთარი თავის ასე რადიკალურად შეცვლა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ…

მჯერა, რომ იტალია წამოდგება, არ იმსახურებს ეს მზიანი ხალხი იმას, რაც ახლა ხდება.
Forza Italia” – წერს” – წერს მამუკაძე.

 

ცარიელი იტალია: უჩვეულო სანახაობა და ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს სჭირდება (ფოტოები)

 

უახლესი მონაცემებით იტალიაში კორონავირუსით 9 172 ადამიანი დაინფიცირდა, 463 ადამიანი გარდაიცვალა, 724 კი გამოჯანმრთელდა.

იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით, დაღუპულთა საშუალო ასაკი 81 წელია. მათივე ინფორმაციით, უმრავლესობას თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g