ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ირანის მიერ გაშვებული რაკეტის ფონზე, ჩრდილოეთ ისრაელში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის.
ისრაელში იმყოფება მომღერალი ნინო ჩხეიძე, რომელიც კონცერტის ჩასატარებლად იყო ჩასული.
მომღერალი ამჟამად თავშესაფარში იმყოფება და ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს.
„მეგობრებო, დიდი მადლობა მოკითხვისთვის, კარგად ვართ. ამჟამად ვარ თავშესაფარში. ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულოთ“,- ამბობს ნინო ჩხეიძე.
