არ მაქვს საფუძველი, რომ განსაკუთრებულად ოპტიმისტურად შევდიოდე და არც იმის საფუძველი მაქვს, ვთქვა, რომ არაფერი გამოვა აცხადებს პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.
მისივე თქმით, თუ დოკუმენტში, რომელიც დანიელსონმა დღეს მხარეებს უნდა გააცნოს, იქნება საუბარი პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალ არჩევნებთან მისასვლელ გზებზე, ოპოზიცია ამ წინადადებებს მიიღებს.
„ უფრო სკეპტიკურად ვარ, სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ არ ვიცი, დღეს არის განსხვავებული დღე ყველა სხვა მოლაპარაკებების დღისგან განსხვავებით. დღეს მედიატორი პირველად დადებს საკუთარ წინადადებებს. აქამდე მსგავსი რამ არ ყოფილა და გუშინ რაც გვითხრეს, ან დავთანხმდებით ამ წინადადებებს, ან არ დავთანხმდებით, გააჩნია წინადადებებში რა იქნება.
ჩემი აზრით, რამაც შეიძლება გარდატეხოს მოლაპარაკების პროცესი და მიგვიყვანოს შეთანხმებამდე, ეს არის ჩვენი მეგობრების პოზიციაზე დამოკიდებული, რომლებიც დღეს არიან მედიატორების როლში. ეს პოზიცია არ უნდა იყოს ზოგადი მოწოდებები ორივე მხარის პასუხისმგებლობაზე და ორივე მხარის მხრიდან კომპრომისებზე, იმიტომ, რომ არ მგონია, მე ვიყო პასუხისმგებელი იმაზე, რომ 8 წელია ხელისუფლებაშია „ოცნება“ და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, პოლიტიზირებულია, არჩევნები არ ტარდება წესიერად და ა.შ.
ყველა ის პუნქტი, რომელიც შარლ მიშელმა დატოვა. ასახავს იმას, რა დღეშია ქვეყანა და ასევე, კომპრომისი მესმის ტექნიკურ საკითხებზე, მაგრამ კომპრომისი ვერ იქნება იმაზე სასამართლო დამოუკიდებელი იქნება თუ არ იქნება, არჩევნები ჩატარდება წესიერად თუ არ ჩატარდება. ვნახოთ რა პუნქტები დაიდება – თუ იქნება იქ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალ არჩევნებამდე მისასვლელი გზა, ჩემთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის ცვლილება, ბარიერის ქვემოთ დაწევა, მაშინ მგონია, რომ ოპოზიცია ამას დათანხმდება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ამავე თემაზე:
ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა 17:00 საათისთვის გადაიდო
არ ვაპირებ ამ საკითხზე ახლა საუბარს – შარლ მიშელი არ აკონკრეტებს, რას მოელის მოლაპარაკებებიდან
შეთანხმების ალბათობა არის 50-50-ზე, კარგი 50-ის იმედი ვიქონიოთ – კობახიძე
დღეს საღამოს თუ არა ხვალ მაინც დადგება ის დღე, როცა ყველაფერს აეხდება ფარდა: სოზარ სუბარი
