ბრაზილიელ სუპერმოდელ ადრიანა ლიმას საკუთარ თავზე მუშაობა მუდმივად უწევს. Victoria’s Secret-ის სახედ ყოფნა სუსტი ნერვების მქონეებისთვისა და ზარმაცებისთვის არ არის. ადრიანა ვარჯიშობს კრივს, კაპოეირას (აფრო-ბრაზილიური საბრძოლო ხელოვნება) და საგულდაგულოდ აკონტროლებს კვებას.
„ვცადე, ხორცის გარეშე მეცხოვრა, თუმცა მხოლოდ სამი დღე გავძელი. მიყვარს ხორცი და მორჩა,“ – ამბობს მოდელი.
დაიბადა 1981 წელს სან-სალვადორში (ბრაზილია)
სიმაღლე : 177 სმ
წონა : 51 კგ
სილამაზის საიდუმლო № 1: სწორი კვება მცირე პორციებით. „ვჭამ ყველაფერს, რაც მინდა, თუმცა რაც უფრო გვიან მშივდება, მით ნაკლებია ჩემი პორცია. არ მიყვარს დაძინება სავსე კუჭით.“
ახალგაზრდობის ელექსირი : ვარჯიში.
„ცხოვრების ამ ეტაპზე მე მომწონს ჩემი სხეული. არ მგონია, რომ იდეალური ვარ, თუმცა საკუთარი გარეგნობის არ მრცხვენია. ვიაზრებ, რომ დადგება დრო, როდესაც დავბერდები, ამიტომ ფიტნესს დიდ დროს ვუთმობ, არ მინდა, მქონდეს ჩამოწეული მუცელი და ნაადრევი ნაოჭები.“
რა ურჩევნია ჭამას : შოპინგი, მეგობრებთან შეხვედრა, კინოში სიარული და გაბრიელ გარსია მარკესის წიგნები.
„მიყვარს ჩემი სხეული. არ მფონია, რომ სრულყოფილია, თუმცა არაფერია, რის შეცვლასაც ვისურვებდი.“
რას მიირთმევს ხოლმე ხშირად : ხილისა და ბოსტნეულის სალათებს, პიურეს, კრემ-სუპებს, იოგურტს, უცხიმო ყველს, მიუსლის, ხორცსა და თევზს, ბურღულეულს, ახალგამოწურულ წვენებს, რძეს, თაფლს და ხანდახან – დესერტსაც.
ბრაზილიური სამზარეულოს შესახებ : „ჩემი აზრით, ჩვენი ნაციონალური კერძები დედამიწაზე ყველაზე გემრიელია.“ ადრიანას მენიუ ხშირად მზადდება ბრაზილიური რეცეპტებით : ფეიჟოადა, შურასკო, კიბორჩხალას პუდინგი, ზღვის პროდუქტების ბულიონი, შემწვარი ბანანები დარიჩინით, შოკოლადისა და ქოქოსის მუსი.
„არ მივმართავ ხოლმე მთელი წლის განმავლობაში ექსტრემალურ დიეტებს, ამას მხოლოდ განსაკუთრებულ სიტუაციაში ვაკეთებ,“ – ამბობს მოდელი.
რამდენს ჭამს და როდის : 4-5ჯერ დღეში, მცირე პორციებით. ცდილობს, სეზონების მიხედვით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები მიირთვას.
საყვარელი საჭმელი : ხორცი, შოკოლადი, ნამცხვრები, თაფლი. „ყოველ დღე ვჭამ 1 კოვზ თაფლს, ეს იმუნური სისტემისთვის ძალიან სასარგებლოა,“ – აცხადებს ლიმა.
კანი – ისეთია, როგორც ვიკვებებით
სუპერმოდელმა უარი თქვა პურზე, მაკარონზე, ფასტფუდზე, ცხიმიან საკვებსა და სოუსებზე, ნახევარფაბრიკატებზე.
ორსულობა დაეხმარა, უარი ეთქვა შოკოლადზე.
„არ ვიცი რატომ, საერთოდ აღარ მინდოდა შოკოლადი მეჭამა, თუმცა მანამდე ამის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. სამაგიეროდ, ახლა არანორმალურად მინდება ხოლმე ფასტფუდები.“
ფიზიკური აქტივობა : „ვცადე ყველაფერი, დავრბოდი სარბენ ბილიკზე, დავდიოდი სპინინგზე, ვვარჯიშობდი იოგას, თუმცა მე მუდმივად მჭირდება სპორტი, რომელიც ჩემთვის გამოწვევაა, საკუთარ თავზე მუშაობა პიროვნულად მზრდის.“
„ვვარჯიშობ კრივსაც ბოლო ათი წელია. სპორტის ეს სახეობა ძალიან მიყვარს და დიდ სიამოვნებას ვიღებ.“
ფიტნესის საყვარელი სახეობები : კაპოეირა და კრივი.
„კრივი ყველაზე მეტად მიყვარს, არასოდეს მომიწყენია ვარჯიშისას. კარდიოს საუკეთესო სახეობაა, კუნთები მაგრდება, თუმცა ზომიერად.“
როგორ პოულობს დროს ვარჯიშისთვის : „თუ დროში ვიწვები (ასე ძალიან ხშირად ხდება), უბრალოდ დილაობით დავრბივარ, თუნდაც ნახევარი საათი, ან – ვხტუნაობ ლახტით, 10 წუთიანი ხტუნაობის შემდეგ იგივე შეგრძნება მაქვს, რაც 30 წუთიანი სირბილის შემდეგ.“
როგორ მოვიწესრიგოთ სწრაფად კანი და თმა : „დალიეთ ბევრი წყალი და დღე-ღამის განმავლობაში იძინეთ სულ მცირე 7-8 საათი. გამორიცხეთ ალკოჰოლი და სიგარეტი.“
ვიკვებოთ ადრიანა ლიმას მსგავსად :
საუზმე : 2-3 კვერცხის ცილა, შვრიის ფაფა/მიუსლი ნატურალური იოგურტით, ყავა რძით.
დაახლოებით 12 საათისთვის – 1 პორცია ხორცი/თევზი/ქათამი ბოსტნეულით.
სასუსნავად : ცოცხალი ბოსტნეული (სტაფილო და კიტრი), ცოტა შოკოლადი ან ჩაის კოვზი თაფლი.
ვახშამი : ხილის ან ბოსტნეულის სალათი.












