LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 „არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება, ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა ასეთი ადამიანისთვის“ – სალომე ზურაბიშვილმა ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა 

241
სალომენიკო

„არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ თუ ასე განვითარდა მოვლენები, ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება, რომ ეს იყოს ჩემ მიერ ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა ასეთი ადამიანისთვის,“ – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ღირსების მედლით დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, დღევანდელი დღე სიმბოლურია.

მინდა, ეს დღე და ეს დაჯილდოება ასე წარმოვიდგინო. ეს ცხადია, იმ ახალგაზრდის ხსოვნას მიეძღვნება, რომელმაც მოკლე დროში ბევრი შეძლო და ბევრი დაუტოვა თავის მეგობრებს, ოჯახს, თაობას.

ასეთი მაგალითები არის ის, რითაც ჩვენ ვიზრდებით, რითაც საზოგადოება არსებობს.

რაც ყველაზე მეტად გვიჭირს დღეს იმის დანახვაა, რომ საზოგადოებას აქვს თავისი სიცოცხლის უნარი.

პარადოქსია, რომ ზოგჯერ გარდაცვალება მოიცავს სწორედ ამ უზარმაზარ სიცოცხლის უნარს.

ალბათ, ჩვენი ქვეყნის ისტორია სწორედ ესაა, რომ ყველაზე დიდი ტრაგედიებიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ძალა, ენერგია, თუ არადა აქამდე დღემდე არ მოვიდოდით. არ მინდა დღეს ჩვენ ტრაგედიად განვიცადოთ ის, რაც ოჯახისთვის და მისი მეგობრებისთვის ტრაგედიაა და ამას ვერაფერი წაშლის.

მაგრამ ამ ტრაგედიის იქით, მინდა დავინახო იმედი, მინდა დავინახო ის ახალი თაობა, რომელიც მოდის, რომელიც ყველაფერს ფლობს, სადაც არ უნდა იყოს. ვიცით, რომ უცხოეთში იყო გაზრდილი, ნასწავლი, ბევრი ქვეყანა მოიარა და ეს არის დღევანდელი დღის მოცემულობა, რომ არავინ არ არის ერთ ადგილას.

ამით ვართ დღევანდელი მსოფლიოს ნაწილი. ჩაკეტილობა არასდროს იყო ჩვენთვის მიმზიდველი და არასდროს იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ახალგაზრდები მაინც მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყანა მათი ქვეყანაა; აქ არის მათთვის პერსპექტივა და არ ჩაიქნევენ ხელს, არ იფიქრებენ, რომ სხვაგან და მხოლოდ სხვაგან უნდა მონახონ ახალი პერსპექტივა.

ეს ჩვენი, ვინც აქ ვართ და ვისაც გვაქვს პასუხისმგებლობა, გასაკეთებელია, რომ ისევ დაინახონ, რომ ამ ქვეყანას სჭირდება თავისი ახალგაზრდობა, სჭირდება ახალი თაობა, სჭირდება ნიჭიერი ახალგაზრდები, სჭირდება ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც შორს მჭვრეტლები არიან და ხედავენ, რომ ახალი მსოფლიო იქმნება.

ეს ყველაფერი იყო მოცემული… სამწუხაროდ, მისი ცხოვრება ძალიან მალე დასრულდა და დანარჩენი ჩვენ დაგვიტოვა ყველას გასაკეთებლად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ:

„თვალს ვერ გისწორებ, მე მრცხვენია, მე მტანჯავს სახელმწიფოს უსამართლობა.. სქელკანიანებს არ ესმით, რა გაუსაძლისია დედისთვის ანგელოზის მიწაში ჩადება..“ – მამა პეტრე კოლხი ნიკო კვარაცხელიას დედას მიმართავს

„იქიდანაც დაგიპურებთ თქვენს მიერ გაღატაკებულ მოსახლეობას ჩემი ბიჭი.. 12 საათის სხვაობით“ – ნიკო კვარაცხელიას დედა წერს, რომ მისი შვილის საფლავიდან ყვავილები წაიღეს

 

ფოტო:IPN

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g