რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ციური მჭედლიძე სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „ქარავანი“ პრემიერა შედგა. გადაცემის სტუმარმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და მსმენელს სიმღერების „ვეძებე და ვერსად ვპოვე“ და „შაქრო და ზაქრო“ ცოცხალი შესრულება შესთავაზა.
ქალბატონო ციური, რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში?
არ ვისვენებ, სულ ჩაწერის პროცესში ვარ. სანამ შემეძლება, ყოველთვის ამ რეჟიმში ვიქნები და გავანებივრებ ჩემს მსმენელს. ახლა ესპანური სიმღერის ჩაწერას ვაპირებ, ტექსტი და მელოდია უკვე მაქვს.
კონცერტს ან შემოქმედებით საღამოს ხომ არ გეგმავთ?
ძალიან მინდა, მაგრამ ამას კარგი მოფიქრება უნდა, არ მინდა, ისეთი კონცერტი გავაკეთო, რომ რაღაც დამაკლდეს. თუ გავაკეთებ, ჩემი კონცერტი საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება, რადგან ბევრ სხვადასხვა ჟანრს ვმღერი, შემიძლია ჯგუფებთან სიმღერაც.
მოგვიყევით თქვენს ახალ სიმღერაზე „ქარავანი“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
ეს არის ჩემი მეგობრის, მაკა სიჭინავას დაწერილი სიმღერა. ლექსი ნინო როსტიაშვილს ეკუთვნის. ეს სიმღერა პირადად ჩემთვის შეიქმნა. ძალიან ლამაზი ტექსტია. თუ ტექსტი გულთან ახლოს არ მოვიდა, ის ვერ გამღერებს. არაჩვეულებრივია მელოდიაც.
მსმენელს ყველაზე მეტად თქვენი რომელი სიმღერა უყვარს?
„ეს დარდიანი ყარაჩოღელი“, რომელიც „ივერიაში“ ვიმღერე. ძალიან უყვართ ეს სიმღერა.
თქვენივე საავტორო სიმღერის ჩაწერას არ გეგმავთ?
ზუსტად ახლა ვაკეთებ ჩემს ერთ საავტორო სიმღერას. თავად ავტორო რომ მღერის, სხვანაირი გამოდის ნამუშევარი.
ციური მჭედლიძე – ქარავანი მიდის
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ციური მჭედლიძე – დავალ მუდამ მოხიბლული
ციური მჭედლიძე – შაქრო და ზაქრო
ციური მჭედლიძე. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”