LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში შექმნეს სუპერქარი, რომელიც Ferrari-ს გაუწევს კონკურენციას 

108
1428x1428

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დაარსდა ახალი სუპერქარების ბრენდი – FLKON (სახელწოდება მოდის ინგლისური სიტყვიდან falcon – „შავარდენი“). კომპანიის განცხადებით, მათი პირველი მოდელი სრულფასოვან კონკურენციას გაუწევს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა Ferrari და Koenigsegg. ავტომობილის ოფიციალური პრემიერა 15 თებერვალს არის დაგეგმილი.

გამოქვეყნებული თიზერები მიანიშნებს, რომ სუპერქარს ექნება თანამედროვე ჰიპერქარებისთვის დამახასიათებელი დიზაინი და რთული ფორმის უკანა ოპტიკა. აღსანიშნავია, რომ მოდელი მექანიკური გადაცემათა კოლოფით გამოვა – რაც იშვიათი გადაწყვეტაა თანამედროვე სუპერქარების სეგმენტში. გადაცემათა კოლოფი ექვს საფეხურიანი ან შვიდ საფეხურიანი იქნება, თუმცა ზუსტი დეტალები თიზერებიდან ვერ დგინდება.

კომპანიის განცხადებით, ავტომობილმა უკვე გაიარა ძირითადი ტესტირებები. FLKON თანამშრომლობს საერთაშორისო კომპანიებთან – Bosch და TÜV SÜD, რათა უზრუნველყოს მოდელის შესაბამისობა ყველა აუცილებელ სტანდარტსა და მოთხოვნასთან.

მასშტაბური წარმოების დასაწყებად კომპანიას დაახლოებით 24 მილიონი დოლარის მოზიდვა სჭირდება. ამ ეტაპზე FLKON დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას ეძებს და იმ პირს, ვინც კომპანიას შესაბამის ინვესტორს მოუძებნის, ნახევარ მილიონ დოლარზე მეტ ჯილდოსაც კი ჰპირდება.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ Mercedes-AMG-მა მესამე სპორტული ელექტრომობილის შექმნაზე დაიწყო მუშაობა, რომელიც შეავსებს ბრენდის ხაზს – SUV-სა და GT კლასის ელექტროქარის შემდეგ. ახალი მოდელის სიმძლავრე დაახლოებით 1000 ცხენის ძალა იქნება. ავტომობილი გადაცემათა კოლოფის მუშაობისა და მძლავრი შიდა წვის ძრავის ხმასაც კი იმიტირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები