ანჯელინა ჯოლი და მისი ქალიშვილი, 15 წლის ვივიენი ლოს-ანჯელესში, Reefer Madness: The Musical Revival-ის პრემიერას დაესწრნენ. ამ დღეს 49 წლის ჯოლის კლასიკური კოსტიუმი ეცვა, მის ლუქს კი ჰალსტუხი ასრულებდა. შავ-თეთრ ფერებში იყო გამოწყობილი ვივიენიც.
მათ უახლეს ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა:
„არც დედას ჰგავს და არც მამას“, „რა სჭირს ამ გოგოს“, „სულ მოწყენილი და უკმაყოფილოა ეს გოგო“.
ცნობისთვის, 15 წლის ვივიენმა მამის გვარზე უარი განაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ვივიენის გვარად, დედასთან ერთობლივ „ბროდევის“ პროექტის, „აუთსაიდერის“ ტიტრებში ჯოლია მოხსენიებული.
კიდევ ერთი უარყოფა – ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 15 წლის ქალიშვილმა მამის გვარზე უარი განაცხადა