LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არჩევნებზე დადასტურდა, რომ ამერიკული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მომხრე არის არა ლგბტ პროპაგანდის, არამედ ტრადიციების, არა ომის, არამედ მშვიდობის, არა მშობელი 1-ის და მშობელი 2-ის, არამედ დედის და მამის“ – მაჭარაშვილი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე

132
გურამ მაჭარაშვილი

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს საზოგადოებაში აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ კაცი კაცად დარჩეს და ქალი ქალად. პრეზიდენტობის კანდიდატმა ტრამპმა ეს არა ერთხელ თქვა და ვხედავთ, რომ ამერიკის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამას ემხრობა“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

უმრავლესობის დეპუტატმა ჟურნალისტებთან, ამერიკაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შეაფასა.

მისი განცხადებით, „არჩევნებზე დადასტურდა, რომ ამერიკული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მომხრე არის არა ლგბტ პროპაგანდის, არამედ ტრადიციების, არა ომის, არამედ მშვიდობის, არა მშობელი 1-ის და მშობელი 2-ის, არამედ დედის და მამის“.

მაჭარაშვილის განცხადებით, დონალდ ტრამპის გამარჯვების შედეგად, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების გადატვირთვის რეჟიმი უფრო დაჩქარდება.

მისივე თქმით, „დაჩქარდება ასევე მსოფლიოში იმ ცხელი წერილების დამთავრების პროცესი, რომელიც აუცილებლად დასაწყებია“:

„აშშ-ის პოლიტიკურ ისტორიაში ყველაზე დიდი დაბრუნება… ეს მთელი მსოფლიოსთვის ძალიან საჭირო გამარჯვებაა“ – ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს საზოგადოებაში აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ კაცი კაცად დარჩეს და ქალი ქალად. პრეზიდენტობის კანდიდატმა ტრამპმა ეს არა ერთხელ თქვა და ვხედავთ, რომ ამერიკის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამას ემხრობა. გაიხსენეთ, ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ამერიკის საზოგადოება მხარს უჭერს პარტნიორულ ურთიერთობას, მშვიდობას, ტრადიციებს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ყველაფერს მხარს არ უჭერდა ბაიდენის ადმინისტრაცია.

ამას ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და არ ვაიგივებდით ბაიდენის ადმინისტრაციას ამერიკის საზოგადოებასთან. ამ არჩევნებზე ზუსტად დადასტურდა, რომ ამერიკული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მომხრე არის არა ლგბტ პროპაგანდის, არამედ ტრადიციების, არა ომის, არამედ მშვიდობის, არა მშობელი 1-ის და მშობელი 2-ის, არამედ დედის და მამის.

„ეს არის ამერიკის ოქროს ხანის დასაწყისი, ჩვენ დღეს ისტორია დავწერეთ“ – დონალდ ტრამპი სცენაზე ოჯახთან ერთად ავიდა და მხარდამჭერებს მიმართა

ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეც ვამბობდით, რომ პარტნიორულ ურთიერთობებს გადავხედავდით, მათ შორის, ამერიკასთან, ევროკავშირთან. ახლა როგორც ჩანს, კიდევ უფრო პერსპექტიულია ეს მიმართულება, იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპს ამ შემთხვევაში აქვს ის კონსერვატიული მიმართულება, რაც ასევე არის ჩვენი მიმართულება და, რა თქმა უნდა, გადატვირთვის რეჟიმი უფრო დაჩქარდება.

დაჩქარდება ასევე მსოფლიოში იმ ცხელი წერილების დამთავრების პროცესი, რომელიც აუცილებლად დასაწყებია. ჩვენ ასევე ვიცით მისი [ტრამპის] დამოკიდებულება ომებთან დაკავშირებით, რომ ის არის მშვიდობის მომხრე და არა ომის. ბუნებრივად მიგვაჩნია, რომ დაჩქარდება პროცესები როგორც უკრაინაში მშვიდობის დამყარების და აქედან გამომდინარე, საქართველოში ჩვენი პერსპექტივის“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, Fox News-ის წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა.

magti 5g