LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ გორდულაძე: „ლელო“ მატყუარების და გაქნილი პოლიტიკანების პარტიაა, მადლობა მათ, რომ კიდევ ერთხელ მოგვცეს საშუალება ჩვენც, პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებსაც და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებსაც იმისათვის, რომ მათი ტყუილები ვამხილოთ“

105
არჩილ გორდულაძე

„ლელო“ მატყუარების და გაქნილი პოლიტიკანების პარტიაა“, – ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, მათი ინფორმაციით, კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლის, ძალადობის და მოსყიდვის მცდელობაა ასახული.

ირაკლი კუპრაძე: „შესაბამისი ჩანაწერით დადასტურებულია, რომ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრებზე, მაჟორიტარობის, მერობის კანდიდატებზე, ჩვენს ადგილობრივ ლიდერებზე მიმდინარეობს ძალადობრივი ზეწოლა“

გორდულაძის თქმით, ის მიესალმება პროკურატურის მიერ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და აცხადებს, რომ „გამოძიების შედეგად ფარდა აეხდება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მიერ დაგეგმილ მავნებლობას“.

„მადლობა მათ კიდევ ერთხელ, რომ მოგვცეს საშუალება ჩვენც, პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებსაც, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებსაც იმისათვის, რომ მათი ტყუილები ვამხილოთ. ვამხილოთ, მათ შორის, ის ქმედებები, რომლებსაც ისინი გეგმავენ 4 ოქტომბრისათვის. მათ რამდენიმე ათეულ შემთხვევაში მუნიციპალურ არჩევნებში კანდიდატიც კი ვერ დაასახელეს და რა კანდიდატებზე ზეწოლასა და მათ მოსყიდვაზეა საუბარი, გაურბით მათ თავიანთ წევრები და ერთი თუ ორი ადამიანი მათ გამოიჭირეს და ათქმევინეს აბსოლუტური სისულელე და შემდეგ ამ სისულელეზე კომენტარები აკეთეს.

რეალურად კარგია, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და შესაბამისად ფარდა აეხდება იმ მავნებლობას, რომელიც დაგეგმილი აქვს „ლელოს“ და მათთან დაკავშირებულ ყველა იმ ე.წ. პოლიტიკოსს, რომელიც არის აგენტი და ყველაფერზე ხელმომწერი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g