LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არიანა გრანდემ ,,გრემის” ,,ანფოლოუ” გაუკეთა

144
photo-collage.png (20)

რამდენიმე დღეა, ქსელში ყველაზე პოპულარული სახელი – არიანა გრანდეა. მომღერალი ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ ,,გრემის” მნიშვნელოვან ნომონაციებში არ წარადგინა, რასაც ხმაურიანი რეზონანსი მოჰყვა. მას შემდეგ, მასზე ყველაზე მეტს წერენ, თანადგომას უცხადებენ და აღნიშნავენ, რომ არტისტი უსამართლობის მსხვერპლია.

2025 წლის ,,გრემის” ნომინანტები დასახელდნენ – ბიონსემ ახალი რეკორდი დაამყარა

შემსრულებელმა მხოლოდ 3 ნომინაცია მიიღო. ესენია: ,,საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომი” დისკისთვის – Eternal Sunshine, ,,საუკეთესო საცეკვაო პოპ ჩანაწერი” სიმღერისთვის – Yes, And? და ,,დუეტის ან ჯგუფის საუკეთესო პოპ პერსფორმანსიბრენდისთან და მონიკასთან კოლაბორაციისთვის – The Boy Is Mine.

მუსიკოსმა, რომელსაც დაჯილდოების ერთ-ერთ ტოპ ნომინანტად მოიაზრებდნენ, ,,ინსტაგრამზე” ხმისჩამწერ აკადემიას ,,ანფოლოუ” გაუკეთა. როგორც ჩანს, მისი უგულებელყოფით თავად გრანდეც განაწყენებული და უკმაყოფილოა, რაც მან ასეთი გზით გამოხატა.

გრანდე ამჟამად ფილმის – Wicked პრომოუშენითაა დაკავებული. კინოსურათში, რომელიც ორ ნაწილად გამოვა, ის კეთილ ჯადოქარს, გლინდას განასახიერებს. ,,ალქაჯი” ბროდვეის ამავე სახელწოდების მიუზიკლის მხატვრული ეკრანიზაციაა და მისი პირველი ნაწილი ქართულ კინოგაქირავებაში, 21 ნოემბერს ჩაეშვება. გამორიცხული არ არის, გრანდემ ამ როლისთვის ,,ოსკარის” ნომინაცია მიიღოს.

არიანა გრამდემ მეშვიდე სტუდიური ალბომი – Eternal Sunshine, 8 მარტს გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები