კლივლენდის პოლიციამ დააკავა დამნაშავე, რომელმაც ავტომობილი მხოლოდ იმიტომ ვერ მოიპარა, რომ მექანიკური გადაცემათა კოლოფის მართვა არ იცოდა. როგორც პორტალი Cleveland წერს, 18 წლის დემერი უეინმა ავტომობილის მფლობელს იარაღის მუქარით მექაინიკის მართვის სწავლება მოსთხოვა, თუმცა, საბოლოოდ დანებდა და ავტომობილი მიატოვა.
ეს შემთხვევა უეინისთვის ბოლო ათ დღეში რიგით მესამე შეიარაღებული გატაცება უნდა ყოფილიყო. პირველი ავტომობილი სამ მეგობართან ერთად გაიტაცა, 2004 წლის ”ნისანი” 35 წლის მამაკაცს წაართვეს. დამნაშავე დაიჭირეს და მალე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მეორედ გატაცება უეინმა მეგობართან ერთად განახორციელა და იარაღის გამოყენებით ავტომობილი ქალბატონს წაართვა, მესამე მცდელობა დამნაშავეს იმავე დღეს ჰქონდა, თუმცა ყველაფერი მექანიკამ ”ჩაშალა”. ეუინმა ვერ აითვისა მექანიკური გადაცემათა კოლოფის მართვა და წავიდა, თუმცა ავტომობილის მძღილის ტელეფონიც გაიყოლა. მალე ტელეფონის ადგილმდებარეობა პოლიციამ დაადგინა და უეინი დააკავეს.