LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ნელა მოსიარულე მძღოლებს დააჯარიმებენ

70

ნევადაში ნელა სიარული აიკრძალა. შტატში უკიდურეს მარჯვენა ზოლში დასაშვებზე ძალიან ნელა სიარული დაჯარიმდება.

საგზაო პოლიციის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ნელი მძღოლები დანარჩენ ავტომობილის მძღოლებს ხელს უშლიან, საჭიროებისას, სწრაფი რეაგირება მოახდინონ. გარდა ამისა, ძალიან ნელი სიარული აფერხებს მოძრაობას და საცობსაც კი იწვევს.

ამასთან, არ ზუსტდება, არის თუ არა შესაძლებელი დასაშვებ სიჩქარეზე ცოტათი ნელა სიარული, ან თუ არის, რამდენი კმ/სთ-ით. აქვე აღსანიშნავია, რომ მძღოლებს არც სიჩქარის გადაჭარბების უფლება აქვთ.

მიმდინარე წლის ივლისში ნელა სიარულისთვის ნევადას შტატში სამი ადამმიანი დააჯარიმეს. პირველი დარღვევა მძღოლს 50 დოლარი უჯდება, განმეორებით კი ორჯერ მეტი. თუკი მძღოლი იგივე შეცდომას მესამედაც დაუშვებს, უკვე 250 დოლარის გადახდა მოუწევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები