LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში  სპეციალურად ღამისთვის შექმნილი სუპერქარი წარადგინეს

117
1200x1200

დეტროიტის ავტოსალონის ფარგლებში სტარტაპმა DarkSky-მ თავისი პირველი სუპერqარი – DarkSky One წარადგინა. პროექტის ინჟინრებმა ყურადღება გაამახვილეს ავტომობილის ექსპლუატაციის ერთ შედარებით უჩვეულო ასპექტზე – ღამით მართვაზე. DarkSky One-ში გამოყენებულია ტექნოლოგიების მთელი კომპლექტი, რომელიც ხილვადობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პროექტის სერიული პერსპექტივები ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა სტარტაპის ხელმძღვანელობამ უკვე წამოაყენა ინიციატივა აშშ-ის საავტომობილო განათების ეროვნული სტანდარტების გადახედვაზე.

DarkSky თავისი კონცეპტით ცდილობს ყურადღება მიაპყროს იდეას, რომ ღამით ხილვადობის გაუმჯობესება შესაძლებელია არა სინათლის სიმძლავრის გაზრდით, არამედ მისი სწორად ოპტიმიზაციით. მაგალითად, One აღჭურვილია ინოვაციური წინა ოპტიკით, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ მოსახვევების განათება, არამედ აქტიურად მორგება გზის პირობებზე. შორი და ახლო შუქის გადართვა ხდება არა მკვეთრად, არამედ თანდათან, შემხვედრი ობიექტების მოახლოების შესაბამისად, ხოლო სინათლის სხივის სიგრძე ავტომატურად რეგულირდება.

DarkSky One-ის კორპუსზე გამოყენებულია დიოდური ჩანართები, რომლებიც სივრცეში ორიენტირებას ამარტივებს ძირითადი ფარების ფარგლებს მიღმაც. ავტომობილი დაფარულია სპეციალური მატი საღებავით, რომელიც შთანთქავს გაფანტულ სინათლეს – ეს გაკეთებულია არასასურველი განათებისა და სინათლის დაბინძურების შესამცირებლად. იგივე პრინციპით არის შემუშავებული კონცეპტის დიზაინიც, მათ შორის მინის დახრის კუთხე. მთლიანობაში, ეს გადაწყვეტილებები ადამიანის თვალს ეხმარება სიბნელესთან ადაპტაციის შენარჩუნებაში.

DarkSky-ის ინჟინრების თქმით, აშშ-ის ეროვნული სტანდარტები საჭიროებს გაუმჯობესებას ხილვადობის კუთხით – კერძოდ, უნდა გაიზარდოს ადაპტიური ოპტიკის გამოყენება და აიკრძალოს ცივი ტონის განათება. მათი აზრით, გზების ახალი სტანდარტები უნდა ითვალისწინებდეს სინათლის დაბინძურების შემცირების ზომებსაც. DarkSky One-ის სერიული წარმოების პერსპექტივა კი ამ ეტაპზე კვლავ ბუნდოვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები