ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას საბრძოლო მასალებსა და აღჭურვილობას იმ შემთხვევისთვის აწვდის, თუ რუსეთი ქიმიურ ან ბიოლოგიურ იარაღს განათავსებს.
მოსკოვმა შესაძლოა, დაიწყოს “ცრუ დროშის” ოპერაცია, რომელიც ქიმიურ იარაღს მოიცავს: სტოლტენბერგი
ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა პარასკევს განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარაგი უკრაინის მთავრობას მიეწოდებოდა შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების გაფრთხილებების ფონზე, რომ რუსეთს შეეძლო ასეთი იარაღის განლაგება და შესაძლოა გეგმავს “ცრუ დროშის” ოპერაციას.
როგორც მედიასაშუალებები აცხადებენ, თეთრ სახლს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ რუსეთი მსგავს თავდასხმას გეგმავდა.
აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა გასულ კვირას ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გარდაუვალი თავდასხმის კონკრეტული ნიშნები არ არსებობს.
როგორც საერთაშორისო მედია წერს, კრემლი, რომელიც ომს “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს, უკრაინას ქიმიური იარაღის გამოყენების მომზადებაში მტკიცებულებების გარეშე ადანაშაულებს. ამერიკელი ოფიციალური პირები კი ამბობენ, რომ ეს განცხადება სიცრუეა და შეიძლება მიუთითებდეს, რომ რუსეთი თავად ემზადება ამისათვის.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში