LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi Volkswagen-ის კვალდაკვალ გერმანიაში ათასობით თანამშრომელს გაათავისუფლებს

110
Audi Volkswagen-ის კვალდაკვალ გერმანიაში ათასობით თანამშრომელს გაათავისუფლებს

Audi 4,5 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს. პრემიუმ ბრენდი Volkswagen მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია, ამიტომ ხარჯების შემცირებას პერსონალის შემცირებით გეგმავს. გერმანული პრესის ინფორმაციით, Audi შეეცდება, რომ მუშა კადრები შეინარჩუნოს და გაათავისუფლოს ისინი ვინც ახალი პროექტების შემუშავებითაა დაკავებული. წინასწარი გამოთვლით, ახალი სამსახურის მოძებნა 4,5 ათას ადამიანს მოუწევს.

ამჟამად audi-ს ხელმძღვანელობა დასაქმებულთა წარმომადგენლებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა შედარებით ჰუმანურ გადაწყვეტილებას მიაგნოს. მუშათა ზუსტ რაოდენობას, ვისი გაშვებაც იგეგმება, კომპანია არ აზუსტებს.

2024 წლის მესამე კვარტლის შეჯამებით, audi-ს შემოსავლის საგანგაშო ვარდნა უფიქსირდება. უფრო ზუსტად, შემოსავალმა 91%-ით იკლო: 1,178 მილიარდი ევროდან 106 მილიონამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები