LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის 5 ყველაზე სასარგებლო ხილი – სპეციალისტის რჩევა

50
რჩევები

ის თუ რამდენად ენერგიულია ადამიანი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული – ძილის რუტინა, ფიზიკური აქტივობა, ჯანმრთელობის პრობლემები თუ სტრესი. +50 წლის შემდეგ ენერგიის დონე შეიძლება მკვეთრად დაეცეს, რაც მენოპაუზას, გართულებულ მეტაბოლიზმს და ზოგჯერ უბრალოდ ცხოვრების ინერტულ სტილს უკავშირდება.

ზოგჯერ სიტუაციის გამოსწორება სწორი დიეტით და კვებითი ჩვევების გაუმჯობესებით შეიძლება. თქვენ ხომ არაფერს კარგავთ, დაამატეთ ეს 5 პროდუქტი რაციონს და სასიამოვნო შედეგებს დაელოდეთ.

  1. თხილეული

თხილეული (არჩევანი შეგიძლიათ თავად გააკეთოთ) ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. თხილში 5-დან 6 გრამამდე ცილაა და მის შემადგენლობაშია ასევე სასარგებლო ცხიმებიც.

2. ბურღულეული

მარცვლეულის როლი დღევანდელობაში ხშირად ზედმეტად დაკნინებულია. არადა მისი სწორად დამუშავების შემთხვევაში შესაძლოა ძალიან სასარგებლოც კი იყოს.

3. კენკრა

სურნელოვანი კენკრის ასორტიმენტი ძალიან დიდია და ჯანსაღი ენერგიის მისაღებად მარწყვიც გამოდგება, მოცვიც, ჟოლოც და სხვებიც.

4. ტკბილი კარტოფილი

ბოსტნეული ორ კატეგორიად იყოფა – სახამებლიანი და სახამებლის გარეშე. სახამებლიანთა შორის უპირველესია კარტოფილი და დაღლილობასთან ბრძოლაში მასზე უკეთესს ვერაფერს ნახავთ. ამ ბოსტნეულშია ასევე მნიშვნელოვანი ნახშირწყლები და საჭირო კალორიები. ხოლო ტკბილი კარტოფილი ორჯერ მეტ ნახშირწყალს შეიცავს და A ვიტამინის მდიდარ წყაროდ ითვლება.

5. თეთრი ლობიო

ლობიო მართლაც ძალიან სასარგებლო ყოფილა. ის 150 კალორიას, 28 გრამ ნახშირწყალს და 9 გრამ ბოჭკოს შეიცავს. +50 წლის ადამიანებისთვის კი ენერგიის უშრეტ წყაროს წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები