წვიმიან ამინდში კარგი განწყობის შენარჩუნება მარტივი ნამდვილად არ არის. გახსოვდეთ, რომ სველი სეზონი მალე დასრულდება და წინ მზიანი, თბილი და სასიამოვნო დღეები გველის.

მანამდე კი განწყობის შექმნაში სპეციალისტების რჩევები დაგეხმარებათ.

დაისვენე

წვიმიანი დღე დასასვენებლად საუკეთესო დროა. შეგიძლიათ იძინოთ რამდენიც გინდათ, სხეულსა და გონებას ასეთი დღეები ზოგჯერ ძალიან სჭირდება.

დაძლიე მავნე საკვების მირთმევის სურვილი

ჯანსაღი საკვები მენტალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი გზაა. ტვინს ვიტამინები, მინერალები, პროტეინები სჭირდება. ამიტომ, გადადეთ შოკოლადი გვერდით და ვაშლი მიირთვით.

დალიე წყალი

არანაკლებ მნიშვნელოვანია გაზიან სასმელზე უარის თქმა და ორგანიზმისთვის საკმარისი წყლის მიწოდება. შეეცადეთ დღეში 2 ლიტრი წყალი მაინც მიიღოთ.

გადი გარეთ

დიახ, წვიმს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ სეირნობაზე უარი უნდა თქვათ. სხეულს მოძრაობა სჭირდება, საწვიმარიც ასეთი სიტუაციებისთვისაა შექმნილი.

შეზღუდე გაჯეტები

წვიმიან ამინდში საწოლში წოლას და საყვარელი ფილმებისა თუ სერიალების ყურებას ალბათ არაფერი სჯობს. ზოგს სერიალების ნაცვლად სოციალური ქსელების „სქროლვა“ ურჩევნია. ასეა თუ ისე შეზღუდეთ დრო რომელსაც ეკრანთან გაატარებთ და სხვა გასართობი იპოვეთ.

დაურეკე მეგობარს

წვიმიანი დღე მეგობართან დასარეკად საუკეთესო დროა. საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაცია, სიცილი და მხიარულება განწყობას ნამდვილად გაგიუმჯობესებთ.

იყავი პროდუქტიული

ამინდი გვაიძულებს რომ არაფერი ვაკეთოთ, თუმცა უმჯობესია დღე სასარგებლო აქტივობას მიუძღვნათ. დაალაგეთ ტანსაცმელი, წაიკითხეთ წიგნი, ან გააკეთეთ ის რისი გაკეთებაც დიდი ხანია გინდათ და უბრალოდ დროს ვერ პოულობდით.

კატეგორიები: რჩევები

მსგავსი თემები