LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში არაეკოლოგიური ყავა, კაკაო და ხორცი აღარ გაიყიდება

32
ევროპა

ევროკავშირის ტერიტორიაზე მოღვაწე კომპანიები იძულებული გახდებიან, თავისი ეკოლოგიურობის დამამტკიცებელი საბუთი წარადგინონ. გამკაცრებული წესები პირველ რიგში ყავის, კაკაოს, საქონლის ხორცის, პალმის ზეთის და სოიას მწარმოებლებს შეეხებათ. თუკი ამ პროდუქციის მოგროვებისას ეკოლოგიური ნორმები ირღვევა, იჩეხება ტყეები – ეს კომპანიები ბაზარზე დარჩენას ვეღარ შეძლებენ. Pbs.org-ის ინფორმაციით შესაბამისი კანონპროექტი ევროპარლამენტმა მიიღო.

გასული წლის ნოემბერში ასეთი ინიციატივით ევროკომისია გამოვიდა.

ევროპარლამენტმა კანონის პირვანდელი ფორმა შეცვალა და მასში ეკოლოგიურობის დაცვის ვალდებულება არამხოლოდ ხეების, არამედ ბუჩქების და სხვა სიმწვანეების მიმართაც დაამატა. ამიერიდან განსაკუთრებულად დაიცავენ სხვადასხვა იშვიათ ნერგებს.

მომავალში ევროპულ სახელმწიფოებში მხოლოდ იმ პროდუქციის შეძენა იქნება შესაძლებელი, რომელიც ტყეების გლობალურ გაქრობას არ უწყობს ხელს. ევროკომისიის ინფორმაციით, 1990 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში მსოფლიომ 420 მილიონი ჰექტარი მიწა დაკარგა, ეს კი ბევად მეტია ვიდრე მთელი ევროკავშირი.

ახალი კანონი ძალაში ალბათ 2022 წლის ბოლოდან შევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები