LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეხვდით ზაფხულს მომზადებული – 8 რჩევა სწორი სამზადისისთვის

47
summer

ზაფხულამდე არც თუ ისე დიდი დრო რჩება, ამიტომ შესაბამისი სამზადისი უკვე უნდა დაიწყოთ. იმისათვის, რომ სეზონის ყველაზე ცხელ დროს პროდუქტიულები, ჯანმრთელები და მოტივირებულები შეხვდეთ – ეს რჩევები უნდა გაითვალისწინოთ.

  1. მოუხშირე ვარჯიშს

საცურაო კოსტიუმის დრო ახლოვდება და თავი რომ მაქსიმალურად თავდაჯერებულად იგრძნოთ – ამაში ვარჯიში დაგეხმარებათ. თანაც, რაც უფრო თბილი ამინდი დგება აქტიურობის მოტივაციაც იზრდება.

  1. შეადგინე ზაფხულის გეგმა

საზაფხულო აღმაფრენის უკეთ შესაგრძნობად კარგი იქნება თუკი სიას შეადგენთ. დაგეგმეთ თუ რას გააკეთებთ შვებულების დროს და ეს ფიქრები განწყობის გაუმჯობესებაში ნამდვილად დაგეხმარებათ.

  1. შეცვალე დიზაინი

უკვე დროა შეცვალოთ ოფისის თუ თქვენი ოთახის დიზაინი. აიღოთ პლედები, შარფები და მუქი ტანსაცმელი. ჩაანაცვლეთ ისინი ყვავილებით, ხილით და ცოცხალი დეკორაციებით.

  1. შეადგინე ახალი ფლეილისტი

გუნება-განწყობის მოსამზადებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზა ფლეილისტის შედგენაა. იქნება ეს ახალი კომპოზიციები თუ წინა ზაფხულის ჰიტები – მუსიკაზე უკეთ გახალისებაში ვერაფერი დაგეხმარებათ.

  1. დასახე ახალი მიზნები

სამსახურის სტრესის გარეშე მეტი დრო გექნებათ რომ თქვენს მიზნებს გადახედოთ. არის რაღაც რისი გაკეთებაც უკვე დიდი ხანია გსურთ? ხოდა, ჩამოწერეთ სია, განსაზღვრეთ ნაბიჯები და მოქმედებაც დაიწყეთ.

  1. დეტოქსი და ჯანსაღი კვება

იკვებეთ ჯანსაღად, რათა იყოთ ჯანმრთელები, გქონდეთ მეტი ენერგია და მოტივაცია.

  1. დაიწყე ფულის დაზოგვა

აიღეთ დამატებითი სამუშაო, გაყიდეთ ძველი ტანსაცმელი და მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს. დაზოგეთ ფული ახლა, რათა ზაფხულში ამა თუ იმ აქტივობისთვის მეტი თავისუფლება გქონდეთ.

  1. დაუთმე მეტი დრო შენს თავს

დარწმუნდით რომ აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მეტად თავდაჯერებული იყოთ. მოუარეთ კანს, იკვებეთ სწორად, ივარჯიშეთ და მოამზადეთ გონება იმისთვის, რომ განუმეორებელი, პროდუქტიული და ბედნიერი ზაფხული გქონდეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები