LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ყველაზე ფასგამძლე ავტომობილი “ავტოსთორი”

10
1. Jeep Wrangler

ავტომობილი ძვირი ღირს. კარგი ავტომობილი კი ძალიან ძვირი. გარკვეული დროის შემდეგ, ავტომობილების ფასები იცვლება და ზოგიერთი ისეთი მოდელი, რომელიც კოლოსალურ თანხად ჯდებოდა, დროთა განმავლობაში კარგავს ფასს, რასაც ცხადია თავისი უნივერსალური მიზეზი გააჩნია. გამოვიდა უკეთესი მოდელი. აქ თავისთავად საუბარი არ გვაქვს ვინტაჟურ მოდელებზე და კლასიკურ საკოლექციო ნიმუშებზე.

ვსაუბრობთ ავტომობილებზე, რომელთა ფასებიც გარკვეულწილად ინარჩუნებენ სტაბილურობას.

ამერიკული სააგენტო ISeeCars, დებს ანალიტიკურ კვლევას, რომლის თანახმადაც ყველაზე უკეთ ღირებულებას იაპონური ავტომობილები და ამერიკული პიკაპები და აგრეთვე სპორტული მანქანები ინარჩუნებენ.

ყველაზე სწრაფად იყიდება ევროპული პრემიუმ სედანები, რაც ცხადია გასაკვირი საერთოდ არაა. ყოველთვის ყველგანმავალი არ გჭირდება და ყოველთვის სპორტული მანქანით მარიაჟობა არ გამოგივა. ზოგჯერ საშუალო სტანდარტს უნდა მიმართო და საგულისხმოა რომ ეს ზოგჯერ ყველაზე ხშირად ხდება.

მეხუთე ადგილზე გავიდა მოდელი, სახელად Ford Mustang, ავტომობილი, რომელიც მომავალმა მძღოლებმა უკვე ჭოჭიალაში თამაშისასაც კარგად იციან, მუსტანგები წელიწადში ღირებულების 21%-ს კარგავენ.

მეოთხეზეა Toyota Tundra ღირებულების კლება – 19.5%,

შემდეგი მოდელია Toyota Tacoma – ღირებულების კლება 13.8%

მეორე ადგილს ამაყად იკავებს ალბათ ყველა ავტომოყვარულის საიდუმლო სიყვარული, Porsche 911 – კლება 12,8%

და ბოლოს ყველგანმავლები და უბრალოდ ტანკები, Jeep Wrangler, კლება 11%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები