LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადილაკ ბლექვინგის ავტოსთორი

13
cadillac

ლეგენდარული “კადილაკის ბლექვინგი” ამ ბრენდის თანამედროვე ისტორიის პრეტენზიული სიტყვაა. დიდი ხნის განმავლობაში “კადილაკი” მიიჩნეოდა, ასე ვთქვათ, არაახალგაზრდულ ბრენდად. მაგრამ გასული ათწლეულის მანძილზე მათი ინტერესი გადავიდა ისეთი კომპანიების მიმართ კნკურენციაზე, როგორებიცაა BMW, “მერსედესი” და “აუდი”.

ამ ცვლილების მწვერვალი Blackwing-ის ბოლო ვერსიები იყო. ავტომობილი (დემოგრაფიულად) ახალგაზრდა მომხმარებლებს მაღალი დონის შესრულებას სთავაზობდა.

ახლა კი კადილაკი ელექტრო მანქანების სამყაროს დაპყრობას აპირებს. შემდეგი თაობის ფლაგმანურ მოდელად პოზიციონირებული Celestiq-ი უახლეს ტექნოლოგიას და შესრულების უმაღლეს დონეს უზრუნველყოფს.

2+2 დიზაინი GM-ის უახლეს Ultium ბატარეას და ძრავს გამოიყენებს. Celestiq-ი 643 კმ-იან დიაპაზონს უზრუნველყოფს.

მაღალტექნოლოგიური ფუნქციები ფართო, თავისუფალი ფორმის ციფრულ საინფორმაციო-გასართობ ეკრანს, სმარტ შუშის სახურავს, და GM-ის მოწინავე Ultra Cruise ტექნოლოგიას მოიცავს.

ის კონკურენციას Tesla Roadster-ს, Audi e-tron GT-ს, Mercedes-Benz EQS-ს, Tesla Model X-ს და Porsche Taycan-ს გაუწევს. ავტომობილი, დაახლოებით, 200 000 დოლარი ეღირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები