ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, BMW- ს მარკის ჯიპი განათების ბოძს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.
თვითმხილველის ინფორმაციით, ავტომანქანაში ერთი პირი დაიწვა, მეორე კი მანქანიდან გადავარდა და მძიმედ დაშავდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
“ფორტუნა” დამატებითი დეტალის გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.