LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთის ორივე საარჩევნო უბანი სალომე ზურაბიშვილმა მოიგო – მდინარაძე

73

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ავღანეთის ორივე საარჩევნო უბანი დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მოიგო. მდინარაძის თქმით, მათი მონაცემის თანახმად პირველივე ტურში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს, თუმცა პარტია ცესკოს საბოლოო შედეგებს დაელოდება.

„სამი დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი გვაუწყებს, რომ მათ მოიგეს ავღანეთში მდებარე საარჩევნო უბანი, საჯარისო ნაწილებზეა საუბარი და იქ განთავსებულ ორ უბანზე. მინდა, მოგახსენოთ შედეგები, პირველი ინფორმაცია უკვე გვაქვს ჩვენი წარმომადგენლებისგან. ერთ უბანზე სალომე ზურაბიშვილმა 334 ხმა, გრიგოლ ვაშაძემ – 216, დავით ბაქრაძემ 76 ხმა მიიღო. მეორე უბანზე სალომე ზურაბიშვილმა 63 ხმა, გრიგოლ ვაშაძემ-43, დავით ბაქრაძემ რვა ხმა მიიღო. ასე , რომ ორივე უბანზე პირველივე ტურში გამარჯვებულია სალომე ზურაბიშვილი. ტყუილს ამ შემთხვევაშიც აღმოაჩნდა მოკლე ფეხები. ჩვენ ველოდებით ცესკო-ს შედეგებს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

შეგახსენებთ, “ევროპული საქართველოსა” და “რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლის შედეგებით, აუცილებელი ხდება არჩევნების მეორე ტურის ჩატარება, ხოლო რაც შეეხება “ოცნების” ეგზიტპოლს, რომელიც ივანიშვილთან დაახლოებული ზურაბ ბიგვავას კომპანია “ფისქოპროექტმა” ჩაატარა, სალომე ზურაბიშვილს აქვს ხმების 50%-ზე მეტი, რაც მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობას გამორიცხავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g