LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, გარდაცვლილია ერთი ადამიანი

95
BeFunky-collage - 2020-10-02T113911.366

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი. ინფორმაციას შსს “ფორტუნასთან” ადასტურებს.

ამ დროისათვის გავრცელებული ცნობით, ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა, გარდაცვლილი ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლია. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული.

ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.

შსს ცნობით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავარიის გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g