LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აყვნენ თუ არა ანტივაქსერების პროვოკაციას და უცხადებენ თუ არა „ასტრაზენეკას“ უნდობლობას ქართველი ექიმები

537
VAQCINACIA

მე იმედი მაქვს, რომ მოსახლეობის უმეტესობა არ წამოეგება ამ ანტივაქსერულ პროვოკაციას და არ დააყენებს საფრთხის ქვეშ საკუთარ ჯანმრთელობას. –  ამბობს ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე.

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ვაქცინაციის აუცილებლობაში ექიმებიც კი ვერ დაარწმუნდა.

„ფორტუნამ“ გადაწყვიტა, ყველა მხარის პოზიცია მოესმინა. პირველ რიგში დავუკავშირდით ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელს, მარინა ენდელაძეს, რომელიც  „ასტრაზენეკას“ ვაქცინით  ერთ-ერთი პირველი აიცრა ქვეყანაში.

ენდელაძე ვაქცინაციის მეორე დღეს სამსახურშია და ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

„კარგად ვარ, დილიდან სამსახურში ვარ, ჩვეულებრივ ვმუშაობ. არაფერი მაწუხებს. მხოლოდ ვგრძობ, რომ მკლავზე მაქვს ნაჩხვლეტი. ამას ტკივილიც არ ჰქვია. არც სიწითლე მაქვს მკლავზე და არც სიცხე მაქვს“. – ამბობს ენდელაძე.

ენდელაძე ამბობს, რომ შეუძლებელია, ორ დღეში ქვეყანაში ბევრი ექიმი აცრილიყო.

„ვაქცინაცია გუშინ დაიწყო.  ორ დღეში ყველა ვერ აიცრებოდა. თანდათან მოიმატებს ვაქცინირებულთა რიცხვი. ჩემს გარშემო ყველა ექიმი დარეგისტრირებულია, ვისაც ჯერ არ გადაუტანია კორონავირუსი და ეკუთვნის აცრა, აპირებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვას“, – განმარტა ენდელაძემ „ფორტუნასთან საუბარში“

 

„დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დღეში ყველა ქვეყანა, რომლებმაც  „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა შეაჩერა, კვლავ  გააგრძელებს. 5 მილიონი ადამიანიდან 30-ს რომ დაემართოს თრომბოზი, ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. 5 მილიონი ადამიანიდან 30-ს შეიძლება, აცრის გარეშეც განუვითარდეს თრომბოებოლია.

რომ არ ვენდობოდე „ასტრაზენეკას“,  არ ავიცრფებოდი, არავის დაუძალებია. კოვიდინფიცირებას, აცრით ანტისხეულებით გამომუშავება სჯობს“, – განაცხადა ენდელაძემ ჩვენთან საუბარში.

ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე ვაქცინის გაკეთებას ჯერ არ გეგმავს. მიზეზი კი „ასტრაზენეკას“ გარშემო გაჩენილი შეკითხვებია.

„ვაქცინაციის გაკეთებას არ ვჩქარობ, პირველ რიგში იმიტომ,  რომ  „ასტრაზენეკას“ უნდობლობა გამოუცხადეს რამდენიმე ქვეყანაში. რადგან სხვა ქვეყნებში არ იკრძალება და უბრალოდ ჩერდება, ფაქტია, რომ საზოგადოებაში აღელვების მომენტი ჩნდება. საქართველოში თავიდან ბოლომდე დამოკიდებული ვართ სხვებზე. ჩვენ ვერაფერს ვამტკიცებთ და ფაქტობრივად მსოფლიოს მივყვებით ფეხდაფეხ. თავისთავად ჩვენი ქვეყანა გაურკვევლობაშია.

 

 

უახლოეს დღეებში, 18 მარტს გაირკვევა საბოლოოდ „ასტრაზენეკას“ ბედი. როგორც კი საჯარო გახდება ინფორმაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით  და დადასტურდება, რომ უსაფრთხოა, ავიცრები“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

„ევროპის წამლის სააგენტო“ და ჯანმო “ასტრაზენეკას” უსაფრთხოებაზე ერთობლივად იმსჯელებენ

ჯანდაცვის ყოფილი  მინისტრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სეერგეენკო თემაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აღნიშნავს, რომ ისინი საკითხს კარგად არ იცნობენ. 

„15 მარტს  ვაქცინაციის პროცესის დაწყებით პანდემიასთან ბრძოლოს სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. ესაა ვირუსთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება, რომელიც კაცობრიობამ ბოლო 200 წლის განმავლობაში შექმნა ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის. ესაა გამოცდილი და ეფექტიანი ტექნოლოგია.

პანდემიიდან გამომდინარე ვაქცინაციამ შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური ელფერ. ვაქცინა პოლიტიკური ინტერსის საგანი გახდა და ეს მარტო საქართველოში არ ხდება. 

 ვაქცინაცია გახდა ყველაზე უფრო სკულპუოზური შესწავლისა და დაკვირვების საგანი მათ შორის საქართველოში“, – ამბობს სერგეენკო.

ვაქცინაციის დაბალ აქტივობასთან გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას, სერგეენკო ამბობს, რომ  ვიდრე ადამიანი ამის შესახებ გააკეთებს განცხადებას, საქმეში ჩახედული უნდა იყოს.

„საქართველოში  2 პორტალია, სადაც ექიმებს დარეგისტრირება შეუძლიათ. ერთ პორტალზე 75 ათასი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია უკვე დარეგისტრირებული. მეორე პარასკევს გაიხსნა, ანუ ოთხი დღის გახსნილია პორტალი და აქედან 2 დღე დასვენების დღე იყო. ამ პორტალზეც აქტოვობა მზარდია.

ვაქცინაცია გახდა არამარტო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხი, არამედ პოლიტიკური საჯილდაო თემა. ყველა ვინც კი შეეხება ვაქცინაციას სპეციალისტი თუ არასპეციალისტი, პოლიტიკური თუ კარიერული გეგმების მქონე უნდა გაერკვეს საქმეში და ამის ერთადერთი საშუალება არის დარგის პროფესიონალებთან კომუნიკაცია და არა გაგონილის გამეორება“. – ამბობს სერგეენკო.

კითხვაზე, რამდენად სწორი არჩევანი გააკეთა ქვეყანამ  „ასტრაზენეკას“  შეძენით, სერგეენკო პასუხობს:

„მე რომ საკუთარ ნათქვამს არ შევეწინააღმდეგო, რაც ნიშნავს, რომ დარგის სპეციალისტებთან უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია, არ ვარ ეპიდემიოლოგი, ვარ ანესთეზიოლოგ – რეანემატოლოგი, ამიტომ გეტყვით მხოლოდ ციფრებს, რაც ძალიან ბევრის მეტყველია. „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დღეის მდგომარეობით მსოფლიოში აცრილია 20 მილიონზე მეტი ადამიანი და 20 მილიონ შემთხვევაზე მიდის მონიტორინგი.

20 მილიონიდან 11 მილიონი ადამიანი აცრილია დიდ ბრიტანეთში. კომპანია არის ბრიტანურ-შვედური და ბუნებრივია, რომ თავის მოსახლეობას ცრის. გართულება იყო მხოლოდ სამი შემთხვევა და   ევროპული ასოციაცია ადასტურებს, რომ ეს კავშირში არ იყო ვაქცინაციასთან.

დღეის მდგომარეობით 50 ქვეყანა აგრძელებს ასტრაზენეკათი ვაქცინაციას, რვა ქვეყანამ 2 კვირით შეაჩერა, რომ ვაქცინაციისა და გართულებების სავარაუდო კავშირი შეისწავლოს“, – ამბობს სერგეენკო. 

სერგეენკო ამბობს, რომ როგორც კი პროტოკოლით მისი რიგი დადგება, აუცილებლად აიცრება.

„ვაქცინის გაკეთებას ვაპირებ როგორც კი ჩემი რიგი მოვა. თითქმის 10 წელია მოქმედი ექიმი არ ვარ. საქართველოში მოქმედი პროტოკოლი კი მოიაზრებს მხოლოდ მოქმედი სამედიცინო მუშაკების აცრას. მე რომ ვიყო მოქმედი ექიმი, რა თქმა უნდა,  გავიკეთებდი ვაქცინას“, – ამბობს სერგეენკო.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

 

ამავე თემაზე:

პაატა იმნაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ, პირდაპირ ეთერში აიცრა

“თავს ვგრძნობ გადასარევად” – პაატა იმნაძე ვაქცინაციის შემდეგ

მარინა ეზუგბაიამ და მარინა ენდელაძემ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთეს

აბსოლუტურად უმტკივნეულო პროცესია, ვაქცინაცია ძალიან დიდი სიკეთეა: ლევან გოფოძე

 

 

mazda magti 5g