საბავშვო ბაღებში დასაქმებულებს გარკვეული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება უწევთ, რომელიც ოფიციალური დოკუმენტითაა გაწერილი:
სააღმზრდელო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია.
ნებისმიერი თანამშრომელი უნდა იყოს მოტივირებული პროფესიული განვითარებისთვის, ფლობდეს კომუნიკაციისა და გუნდში მუშაობის უნარებს.
მნიშვნელოვანია, ბაგა-ბაღს თანამშრომლები უნდა იცნობდნენ ბავშვის უფლებათა კონვენციას და შეეძლოთ ბავშვის უფლებების პატივისცემა მუშაობის პროცესში.
ასევე გაწერილია თანამშრომლებიც მინიმალური და მაქსიმალური ასაკობრივი ზღვარი: თანამშრომლები უნდა იყვნენ 18 წლის და ზემთ. მაქსიმალური ასაკი კი 65 წელია.
ასაკობრივი ზღვარი განსაკუთრებით გასათვალისწინებელი აღმზრდელისა და აღმზრდელის თანაშემწის შემთხვევაში.
წყარო: etaloni.ge