გრეტა გერვიგის კომედიამ, „ბარბიმ“ კინოინდუსტრიაში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა. მან „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრების“ პრემიერასაც კი გადაუსწრო და ამით კინოსტუდია Warnet Bros.-ის 12 წლის წინ დამყარებული რეკორდი მოხსნა.
აქამდე სტუდიის ყველაზე შემოსავლიანი სურათი „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები, ნაწილი II“ იყო. „ბარბიმ“ კინოგაქირავებაში ერთ თვეში 1.342 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.
„ბარბი“ შიდა გაქირავებაში წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა