LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმს მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემით განათებული სკვერი ექნება

102

ირველად ბათუმს მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემით განათებული სკვერი ექნება. რეკრეაციული ზონა შაფათავასა და მარუხის ქუჩების კვეთაში მდებარეობს, სადაც მზის ენერგიაზე მომუშავე ფოტოვოლტაიკური სანათების დამონტაჟება უკვე დასრულდა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქსელს მიერთებული განათების სისტემა, მზიდან გენერირებული ელექტროენერგიით, სრულად და გარანტირებულად უზრუნველყოფს შაფათავასა და მარუხის ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში განლაგებული ტაძრის ფასადისა და ეზოს განათებას.  მერიის ცნობითვე, პროექტის მიზანია შექმნას გარე განათების სისტემაში განახლებადი ენერგიის გამოყენების სადემონსტრაციო პრეცედენტი.

პროექტს ბათუმის მერიასთან ერთად დემოკრატიის ინსტიტუტი ახორციელებს, ხოლო დონორ კომპანიას გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) წარმოადგენს. სკვერის მოწყობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 134 000 ლარი გამოიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები