LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვის კოდექსის პროექტს სოფო კილაძე მესამე სექტორთან ერთად განიხილავს

kilaze

უფლებების დაცვის კოდექსს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მესამე სექტორთან ერთად განიხილავს. როგორც ცნობილია, კოდექსი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება.

შემდეგ კვირაში პროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

“კოდექსი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველი ეს არის ბავშვის უფლებები, მეორე – ბავშვის მხარდაჭერა, რაც გულისხმობს სოციალურ თემატიკას, სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ოჯახების დახმარებას და გაძლიერებას სხვადასხვა მექანიზმით. მესამე თავი ბავშვის საჯარო სივრცეში დაცვას ეხება, რაც გულისხმობს, მათ შორის იმ ძალიან დიდი დოზით არსებული აგრესიის და ძალადობის გამოვლინების საფრთხეებისგან დაცვას, რაც მედიიდან ფართოდ არის გავრცელებული, ასევე გასართობ ღამის კლუბებში იყო შემთხვევები, სადაც ბავშვების ჩართვა მიმდინარეობდა პროსტიტუციაში, ნარკოტიკების მოხმარებაში და ა.შ.” – განაცხადა სოფო კილაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g