LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვობის საყვარელი ფილმი – შევიხედოთ სახლში, სადაც ლეგენდარული „მარტო სახლში“ გადაიღეს

275
home alone

1990 წელს გადაღებული ფილმი „მარტო სახლში“ გახდა საშობაო საკულტო ფილმი და ერთგვარი ტრადიცია, რომელიც ყოველ ახალ წელს, თავიდან გვახსენებს თავს. ფილმის განუყოფელი და მთავარი ნაწილი კი, სწორედ ის გასაოცარი ქვით ნაშენი ძველებური სახლია, სადაც კევინი სულ მარტო დარჩა და სადაც ფილმის მთავარი მოვლენები განვითარდა.

მაკალისტერების ოჯახის ეს სახლი სინამდვილეში ილინოისის შტატში მდებარეობს, იმ დროისთვის ის აბენდშიენების ოჯახს ეკუთვნოდა, რომელიც ფილმის გადაღებების დროს, საკუთარი სახლის მეორე სართულზე გადავიდა საცხოვრებლად, რათა სახლის დიდი ნაწილი გადამღები ჯგუფისთვის დაეთმო.

ბევრი რამ სახლში დიზაინერებმა შექმნეს და მართლაც იმიტირებულია, მაგრამ არის დეტალები, რომლებიც ხელუხლებელი დატოვეს. მაგალითად კიბე, რომელიც სახლის შუაგულშია და სადაც კევინი მთელი ფილმის მანძილზე სრიალებს. ფილმის რეჟისორმა, კრის კოლუმბმა თქვა, რომ მათ უნდოდათ სახლი, სადაც გარდა საშობაო განწყობისა, შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა რთული და სახიფათო სცენების შესრულება.

სახლში, სადაც ლეგენდარული „მარტო სახლში“ გადაიღეს, არის 10 საძინებელი და ექვსი სააბაზანო ოთახი. 2011 წელს სახლის შესახებ სიუჟეტი მომზადდა, რადგან ის გასაყიდად გამოიტანეს. სახლის ღირებულება 2.5 მილიონი იყო, არადა თავის დროზე ის 800 ათასად იქნა შეძენილი. ცნობილია, რომ სახლი 2021 წელს, 1 მილიონ 858 ათას დოლარად გაიყიდა, თუმცა მფლობელის ვინაობა, გასაიდუმლოებულია.

სახლის დათვალიერება ახლა შეუძლებელია, ამჯერად ის შემოსაზღვრული, თუმცა მის სანახავად, ყოველწლიურად უამრავია ადამიანი ჩადის.

როცა შეცდომით მოსული მესიჯი, მთავარი საახალწლო საჩუქარი ხდება – ახალი საშობაო ფილმი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

3 ახალი საშობაო ფილმი, რომელიც ეკრანებზე მალე გამოვა და ჯადოსნურ განწყობას შეგიქმნით

5 კლასიკური საშობაო ფილმი, სადაც ახალი წელი მართლა ჯადოსნურია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები