ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი მოქალაქეებს სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს იმ ბებოს შესახებ, რომლის დახმარებისკენ თავად აკა სინჯიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ განთავსებულ პოსტში მოუწოდა მოქალაქეებს. როგორც ირკვევა, ბებო, რომელიც ღამეს ,,საქართველოს ბანკის” ფილიალში ათევდა, კეთილი ადამიანების წყალობით, ქუჩაში ღამეს აღარ გაათავეს.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„არც მჯერა
ბებო ქუჩაში არასოდეს აღარ დაიძინებს
მთელი სიცოცხლე ექნება თბილი სახლი,საჭმელი, ტანსაცმელი.
იმკურნალებს კლინიკაში და ჯანმრთელი იქნება სამოცდაათი წლის ასაკში იგრძნო მთელი ქვეყნის ადამიანების მხარდაჭერა და კეთილი სურვილები არც სჯერა ჯერ, სულ ტირის და გვაბღავლებს ჩვენც
კეთილი ამბები ყოველთვის ბედნიერად მთავრდება
აღარ იდარდოთ, ბებო სახლში დაფუსფუსებს
როგორ მიყვარხართ ვერც ვწერ
დიდი მადლობა ადამიანებო, ძალიან დიდი მადლობა
თქვენ სიცოცხლე გადაარჩინეთ
გულით ინატრეთ ამ ჯადოსნურ ღამეს და ყველაფერი აგიხდებათ
#სიკეთეგადამდებია”,-წერს აკა სინჯიკაშვილი
