პაპარაცებმა ბენ ფალეკისა და მისი 19 წლის ქალიშვილის, ვაიოლეტის ემოციური შეხვედრა აღბეჭდეს, ფოტოებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო.
მედიის ცნობით, იმ ჰოლივუდელი მსახიობების რიცხვს, ვისი სახლიც ლოს-ანჯელესის ხანძარმა დააზიანა, ჯენიფერ გარნერიც მიეკუთვნება, რომელიც იქ შვილებთან ერთად ცხოვრობდა.
„ბენ აფლეკი ხანძარს სასწაულებრივად გადარჩენილ ქალიშვილს ეხუტება“, „როგორი ემოციური შეხვედრაა“, „ბენის სახეზე მთელი ტრაგიზმია აღბეჭდილი“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, უკანასკნელი მონაცემებით, ლოს-ანჯელესში, 7 იანვარს გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, სახლები ისეთ ვარსკვლავებს დაეწვათ, როგორებიც არიან: პერის ჰილტონი, ბილი კრისტალი, ჯენიფერ გარნერი, ლეიტონ მისტერი, ენტონი ჰოპკინსი ჯეიმს ვუდსი, ჯენიფერ გრანერი, მენდი მური, ბელა ჰადიდი და ა.შ…
ახლად განქორწინებულ, უხასიათოდ მყოფ ბენ აფლეკს ავტომობილში ჩაეძინა
ფოტო: „ბენიფერის“ რომანი ხელახლა იწყება – ჯეი ლომ ექს-მეუღლეს სახლში მიაკითხა





