ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წყვილი, ჯეი ლო და ბენ აფლეკი ერთმანეთს ორწლიანი ქორწინების შემდეგ ზაფხულში დაშორდნენ.
ჯეი ლომ უკვე ისაუბრა მეუღლესთან განშორების შესახებ და ისიც განაცხადა, რომ ეს მისთვის ურთულესი პროცესი იყო.
სულ ცოტა ხნის წინ, მედიაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ბენ აფლეკის მიერ ორჯერ მიტოვებული არტისტი „დიდი რევანშს“ გეგმავს. გამოცემას ინსაიდერმა განუცხადა, რომ 2025 წელი არტისტისთვის და მსახიობისთვის ყველაზე წარმატებული იქნება.
„2025 წელს ჯეი ლო დიდ რევანშს გეგმავს. ის გრანდიოზულ დაბრუნებას აპირებს, რათა დაუმტკიცოს ბენს, რომ ის არ ჩერდება და მიზანს აუცილებლად მიაღწევს. არსებობს ორი მიმართულება, მისი მუსიკალური კარიერა და კინემატოგრაფია“, – აცხადებს წყარო.
ცნობისთვის, ჯეი ლომ ბენ აფლეკისა და მეთ დეიმონის პროდიუსერობით გადაღებულ ფილმში, „შეუჩერებელი“ მიიღო მონაწილეობა. ტაბლოიდები წერენ, რომ აღნიშნული როლისთვის 55 წლის ჯეი ლომ შესაძლოა თავის კარიერაში პირველი „ოსკარი“ მიიღოს.
მედია „ბენიფერის“ განშორების მიზეზს ასახელებს