მანამ, სანამ ჯეი ლო თავის მუსიკალურ ტურნეში ენერგიული პერფორმანსებით გამოდის და დროდადრო წარსულ სიყვარულზე მღერის, 52 წლის ბენ აფლეკი დროს შვილებთან და ექს-მეუღლესთან, ჯენიფერ გარნერთან ერთად ატარებს.
ამჯერად მსახიობი ლოს-ანჯელესში, ვაჟთან ერთად მოლში დააფიქსირეს. თუმცა, მთავარი ყურადღება მისმა ახალმა იმიჯმა მიიპყრო, მან თმა კვლავ შეიღება, ამჯერად ბევრად მუქ ფერად.
ცოტა ხნის წინ, ბენ აფლეკი კვლავ ჯენიფერ გარნერთან ერთად გადაიღეს. ექს-წყვილი, რომელსაც სამი საერთო შვილი ჰყავს, ბოსტონში, Red Sox-ის მატჩს ესწრებოდა. მათ თან 16 წლის შვილი, ფინი ახლდათ. ბენი და ჯენი ერთად ისხდნენ, ერთმანეთს უღიმოდნენ, თვალებში შესციცინებდნენ და აშკარად კარგად გრძნობდნენ თავს ერთად.
ფოტო/ვიდეო: ბენ აფლეკი კვლავ ექს-მეუღლესთან ჟღურტულში გამოიჭირეს
„შენ მე დამანგრიე“ – ბენ აფლეკზე ამღერებული ჯეი ლო და დრამატული მიძღვნის შემდეგ ბენ აფლეკის გამოჩენა



