„ბენიფერის“ „ციებ-ცხელება“ გრძელდება. რამდენიმე დღის წინ, წყვილის შესახებ გავრცელებული შოკისმომგვრელი ინფორმაციის შემდეგ, ბენ აფეკი ლოს-ანჯელესში, საკუთარ ავტომობილში გადაიღეს. 52 წლის ბენი ანერვიულებული გამოიყურებოდა. თვითმხილველები იუწყებიან, რომ მსახიობი ავტომობილიდან საათობით არ გადმოსულა, ის უბრალოდ იჯდა და სიგარეტს ღერი-ღერზე ეწეოდა.
მანამდე პაპარაცების ობიექტივში ჯეი ლოც მოხვდა. ის ლოს-ანჯელესში გადაიღეს. არტისტი და მსახიობი აშკარად გადაღლილაი გამოიყურებოდა, ამ დღეს 55 წლის ვარსკვლავს თავისუფალი სტილის ჯინსის კომბინეზონი ეცვა, თმა კი უჩვეულოდ მოუწესრიგებელი ჰქონდა.
„ბენ აფლეკი მზადაა, ჯეი ლოს მილიონები გადაუხადოს, ოღონდ მას საბოლოოდ შეეშვას“ – ამის შესახებ დასავლური მედია აქტიურად წერს. მეტიც, შესაძლოა „ბენიფერის“ დავამ მალე სასამართლო დარბაზში გადაინაცვლოს. წყაროს ცნობით, ლოპესი აფლეკის $150 მილიონიან ქონებაზე წვდომას ითხოვს, რადგან, მისი თქმით, თანაცხოვრების პერიოდში თავად ფარავდა ბევრ საერთო ხარჯს, სახლიდან დაწყებული, კერძო თვითმფრინავებით დასრულებული.
„ყველას აქვს ცუდი დღეები“ – ჯეი ლოს უახლესი ფოტოები


