LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექჰემი ბექჰემის წინააღმდეგ – 2026 წელი დევიდისთვის და ვიქტორიასთვის შოკისმომგვრელი დარტყმით იწყება – საქმეში იურისტები ჩაერთნენ

2773
page

ბექჰემების დიდ ოჯახში დაძაბულობა პიკს არწევს. 2026 წელი დევიდისთვის და ვიქტორიასთვის, ისევე როგორც მათი შვილებისთვის, რომეოსთვის, კრუზისთვის და ჰარპერისთვის შოკისმომგვრელი დარტყმით დაიწყო.

ცნობილი ხდება, რომ ბრუკლინ ბექჰემმა მშობლებს მკაცრი პირობა წაუყენა და მათთან პირდაპირი კომუნიკაციისგან კატეგორიული უარი განაცხადა. ოჯახური კონფლიქტის გამწვავების ფონზე, ბრუკლინმა მშობლებს აცნობა, რომ მათთან ურთიერთობა მხოლოდ იურისტების საშუალებით ექნება.

გამოცემის ცნობით, ბექჰემების ოჯახისა და ბრუკლინის კომუნიკაცია გასულ წელსაც მხოლოდ წერილობით, იურიდიული წარმომადგენლების მეშვეობით ხდებოდა.

წყაროს თქმით, ბრუკლინი განსაკუთრებით განაწყენდა იმ გავრცელებული ცნობებით, რომელიც მის მეუღლეს, ნიკოლა პელტცს ეხებოდა. თითქოს დევიდი და ვიქტორია აცხადებდნენ, რომ ბრუკლინი მეუღლის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და „მძევლის“ როლში იყო.

ჯერჯერობით დევიდსა და ვიქტორიას წარმომადგენლებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დევით ბექჰემი 2025 წლის შეჯამებას აკეთებს და ყველას ფოტოს აზიარებს, გარდა ბრუკლინისა – დევიდის ემოციური წერილი

ბრუკლინ ბექჰემმა „ინსტაგრამზე“ მშობლები და ძმა დაბლოკა – ბექჰემების ახალი სკანდალი და შოკირებული დევიდი და ვიქტორია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები